“სულ რაღაც 4 ადამიანი მოვიდა ქასთინგზე” – ასე უპასუხა ლადო მესხიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა გიორგი თავაძემ ჟურნალისტების კითხვას, თუ როგორ ჩაიარა მსახიობთა შესარჩევმა კონკურსმა. როგორც მან აღნიშნა თეატრში არ არის ახალი თაობა, რაც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს.
“სულ რაღაც 4 ადამიანი მოვიდა ქასთინგზე. ახლა რამ განაპირობა ეს. სამწუხაროდ ჩვენს უნივერსიტეტს არ აქვს თეატრალური ფაკულტეტი და ქალაქიდან ვერ ხდება შევსება. როცა მე ბათუმში თეატრს ვხელმძღვანელობდი ავიყვანე ჯგუფი სწორედ ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტიდან და შემდეგ სწორედ ის ჯგუფი მოვიდა თეატრში. ამისთვის იყო ეს ნაბიჯი გადადგმული. მე ვაპირებ ამ მიმართულებით გარკვეული შეხვედრები მქონდეს უნივერსიტეტთან, იქნებ როგომე მოხერხდეს ამ პროგრამის განხორციელება. ძალიან რთული არის დედაქალაქიდან ან სხვა ქალაქიდან ნიჭიერი მსახიობის ჩამოყვანა, რაც არ უნდა ხელფასი შეთავაზო. აქ ბინის პრობლემა იქმნება. ადამიანი ასე წამოვიდეს თავისი საცხოვრებელი სახლიდან სხვა ქალაქში, ასე მარტივად გადასაწყვეტი არც მათთვის არ არის. ბევრი პრობლემა იყრის თავს. მე ამ მიმართულებით ბევრს ვფიქრობ და იქნება მოხდეს ადგილობრივი ძალებით ბაზის შექმნა, იქნებ თეატრში რაიმე სტუდია შევქნათ, რომ რაღაც კადრები მომზადდეს. ერთადერთი რაც პირველი მე ჩემი მოსვლის დღიდან ვიგრძენი აქ არ არის ახალი თაობა. ახლა მაგალითად პიესის განაწილება მინდა, იმიტომ რომ მე ვალები დამხდა, იმ მხრივ რომ წინა პანდემიის დროს შეჩერებული სპექტაკლების გამოშვების რეჟიმში ვარ. კიდევ ვაპირებთ დღე-დღეზე მეორე კასტინგის გამოცხადებას, იქნებ კიდევ გამოჩნდეს ხალხი. აუცილებლად მექნება საუბარი წერეთლის უნივერსიტეტთან, იქნებ რაიმე პროგრამის დაძლევბა შეძლოს, დაუშვათ მოხდეს თბილისის თეატრალურ უნივერსიტეთთან თანამშრომლება. ეს ძალიან მნიშვნელოვან პრობლემად მიმაჩნია, რომელიც თეატრმა უნდა გადაჭრას.” – ამბობს ლადო მესხიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი გიორგი თავაძე.
ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულმა სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა, 2023 წლის 03 ივლისიდან 28 ივლისის ჩათვლით, მსახიობთა შესარჩევი კონკურსი გამოაცხადა. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეეძლოთ, 22-28 წლამდე ასაკის, უმაღლესი სამსახიობო კვალიფიკაციის მქონე ახალგაზრდებს.










