“არანაირი თეთრი ზედმეტად არ იხარჯება” – ამის შესახებ საკალათბურთო კლუბ “ქუთაისი 2010″-ის მთავარმა მწვრთნელმა კოტე ტუღუმა გადაცემაში” შუადღე ქუთაისში” განაცხადა:
“ვერანაირად ვერ დავეთანხმები იმას, რომ ქუთაისში კალათბურთი კვდება. სურვილი ყველას გვაქვს გულშემატკივარს, ხელმძღვანელობას, ქალაქის ხელმძღვანელობასაც, ცილისწამებაა , არანაირი თეთრი ზედმეტად არ იხარჯება, იმის გარეშე თუ არ არის გამიზნული და კონკრეტულ შედეგს არ ემსახურება. ამ ყველაფერს იმ კომპეტენციიდან ვიძახი, რაც მთავარმა მწვრთნელმა უნდა იცოდეს. ეს საუბრები ჩვენ გვესმის დიდი ხანია, შარშანაც მოგვიწია ამ თემაზე საუბარი და ვერავინ ვერ დამანახა საბუთი რომ რაიმე არასწორად ხდებოდა.” განაცხადა კოტე ტუღუმა გადაცემაში “შუადღე ქუთაისში”.
“გიორგი ჭიღვარია მთავარი პასუხისმგებლობა თქვენზეა – ქუთაისში კალათბურთი კვდება”