დღეს შოვში სამძებრო სამუშაოების დროს გარდაცვლილ სამხედროს თემურ ხარჩილავას დაკრძალავენ.
,,საქართველო ემშვიდობება შოვში, სტიქიის ზონაში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, გულის შეტევით დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეს, უფროს ინსტრუქტორს, აფხაზეთიდან დევნილ მაიორს, სამი შვილის მამას თემურ ხარჩილავას. თემურ ხარჩილავა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მონაწილეცაა. მას ზუგდიდში დაკრძალავენ, სადაც წლებია, ოჯახთან ერთად ცხოვრობდა.
ნათელში იყავი, მსუბუქი იყოს შენთვის მშობლიური მიწა… ” – წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ლაშა ბერულავა.









