“24-ში ამოყვანილი ბავშვი, რომელიც დიდი ალბათობით ჩემი გიოა, ოთხი დღის შემდეგ გვეუბნებიან შაბათ-კვირა იყო და დნნ პასუხი ჯერ არ არისო. ეს დაცინვა როგორ შევარჩინო გიო არ ვიცი” – ამის შესახებ სოციალურ ქსელში შოვში 3 აგვისტოს დაკარგული ბავშვის გიო ბერიანიძის მამა გივი ბერიანიძე წერს.
შოვის ტრაგედიას 30-ზე მეტი ადამიანი ემსხვრეპლა. ამ დრომდე ეძებენ 2 დაკარგულს.










