უკრაინაში მებრძოლი კიდევ ერთი ქართველი სამხედრო დაიღუპა. ალექსანდრე ხუსკივაძე უკრაინაში რუსული აგრესიის წინააღმდეგ ომის დაწყების პირველივე დღიდან იბრძოდა, მათ შორის ისეთ ცხელ წერტილებში, როგორიცაა იზიუმი, სოლედარი და ბახმუტი.
33 წლის სამხედრო კიევში გულის შეტევით გარდაიცვალა. ჯერჯერობით უცნობია, როდის გადმოასვენებენ მას სამშობლოში.
,,ჩემი ყოველი ახალი სტატუსის გამოჩენაზე ვისაც გული გეკუმშებათ, მართალი ხართ:
ამჯერადაც ცუდი ამბის მაცნე ვარ: უკრაინისთვის ბრძოლაში კიდევ ერთი დაღუპული ქართველი გვყავს: ერთ-ერთ შეტაკებაში 21 დღის წინ დაჭრილი ალექსანდრე ხუსკივაძე კლინიკაში გარდაიცვალა…
ტყუპი შვილების მამას გულმა მაინც ვერ გაუძლო…
სამძიმარი ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებს და დიდება გმირებს! გმირები არ კვდებიან, ისინი რჩებიან!!! “, – წერს ლაშა ბერულავა სოციალურ ქსელში.










