უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ნიკოლოზ ახვლედიანი დაიღუპა.
ბახმუტის მიმართულებაზე, კლეშჩევკასთან, სამწუხაროდ, კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ინფორმაცია “ალფა სიხშირეს” უკრაინაში მებრძოლმა ქართველებმა დაუდასტურეს.
დაცემული ქართველი მეომრის ვინაობა არ სახელდება, სანამ დანაყოფის მეთაურები ოჯახს არ შეატყობინებენ.
ცნობისთვის, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრას, 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე, 47 ქართველი ემსხვერპლა.










