ოკაცეს კანიონისა და კინჩხას ჩანჩქრის შემოსავლებმა ბოლო 5 წელიწადში (2018-2022 წწ) 3 298 334 ლარი შეადგინა – ამის შესახებ “მეგა ტვ”-ს მიერ დაცული ტერიტორიებიდან გამოთხოვილი ინფორმაციის საპასუხოდ აუწყეს.
აქედან ბოლო 4 წლის განმავლობაში ოკაცეს ჩანჩქრებმა შემოსავლის სახით 2 643 720 ლარი მიიღო, კინჩხას ჩანჩქერმა კი 654 614 ლარი.
ყველაზე მაღალი 1,072,482 ლარი შემოსავალი ოკაცეს კანიონს 2019 წელს დაუფიქსირდა, ყველაზე დაბალი 650,076 ლარი კი 2021 წელს.
მაღალი შემოსავალი ჰქონდა კინჩხას ჩანჩქრეს 2019 წელს, რამაც 264,371 ლარი შეადგინა, 2020 წელს კი შემოსავალმა 44,003 ლარამდე დაიკლო.
“მეგა ტვ” დაინტერესდა შემოსული თანხებიდან კონკრეტულად ოკაცეს ბუნების ძეგლეზე გაწეულმა ადმინისტრაციულმა და ინფრასტრუქტურლმა ხარჯებმა რამდენი ლარი შეადგინა, რის პასუხადაც სააგენტოდან მოგვწერეს რომ ისინი ხარჯების აღრიცხვას კონკრეტული ობიექტების დონეზე არ ახორციელებენ.
“ხარჯების აღრიცხვა სააგენტოში ხორციელდება ადმინისტრაციის დონეზე და არა კონკრეტული ობიექტების დონეზე.” – ნათქამია დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
ოკაცეს კანიონი და კინჩხას ჩანჩქერი მარტვილისა და ოკაცეს ბუნების ძეგლების ადმინისტრაციაშია გაერთიანებული, რომელიც ჯამში 12 ბუნების ძეგლს მოიცავს. მათგან 9 მარტვილის, ორი ხონის, ერთი კი ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში მდებარეობს.
ბუნების ძეგლების ჩამონათვალი, რომლებსაც მარტვილისა და ოკაცეს ბუნების ძეგლების ადმინისტრაცია აერთიანებს:
- 1. ბალდის კანიონის ბუნების ძეგლი (მარტვილის მუნიციპალიტეტი)
- 2. მარტვილის კანიონის ბუნების ძეგლი (მარტვილის მუნიციპალიტეტი)
- 3. მდ. აბაშის ჩანჩქერის ბუნების ძეგლი (მარტვილის მუნიციპალიტეტი)
- 4. ნაზოდელავოს მღვიმის ბუნების ძეგლი (ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი)
- 5. ოკაცეს კანიონის ბუნების ძეგლი (ხონის მუნიციპალიტეტი)
- 6. ოკაცეს ჩანჩქერის ბუნების ძეგლი (ხონის მუნიციპალიტეტი)
- 7. ონიორეს ჩანჩქერისა და ტობის პირველი მღვიმის ბუნების ძეგლები (მარტვილის მუნიციპალიტეტი)
- 8. ოჩხომურის ჩანჩქერის ბუნების ძეგლი (მარტვილის მუნიციპალიტეტი)
- 9. ტობის ჩანჩქერისა და არსენ ოქროჯანაშვილის ბუნების ძეგლები (მარტვილის მუნიციპალიტეტი)
- 10. ჯორწყუს მღვიმის ბუნების ძეგლი (მარტვილის მუნიციპალიტეტი)
რაც შეეხება მარტვილისა და ოკაცეს ბუნების ძეგლების ადმინისტრაციაზე და დაცული ტერიტორიების
ინფრასტრუქტურაზე გაწეულ ხარჯებს ის ასე გამოიყურება ბოლო 5 წლის მონაცემებით:

დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, მარტვილისა და ოკაცეს ბუნების ძეგლების ადმინისტრაციაზე ბოლო 5 წელიწადში ჯამში 3 192 181 ლარი დაიხარჯა, ინფრასტურქტურაზე კი 5 059 105 ლარი.










