თბილისში მოზარდი აივნიდან გადმოვარდა და დაიღუპა. დედა სოციალურ ქსელში მძიმე პოსტს აქვეყნებს:
“მეგობრებო ყველას ძალიან დიდი მადლობა ჩემი ტკივილის გაზიარებისთვის. მადლობა ვინც მომისამძიმრეთ, ვინც პირადში მომწერეთ, ძალას რომ მივიკრებ, დაგიბრუნდებით, ვინც მოხვედით და ვინც აპირებთ.
რამდენიმე ვერსია შემხვდა დღეს ინტერნეტში, რომ სუიციდი იყო, რომ მთვრალი მძღოლი დაეჯახა და არ გაავრცელოთ დეზინფორმაცია ძალიან გთხოვთ! სამწუხაროდ ნიკა გადმოვარდა ჩვენივე აივნიდან, 9 სართულიდან და გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ისე რომ ხვალ წესს აუგებენ. მოიხსენეთ ნიკოკოზი ვისაც შეგიძლიათ. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა
” – წერს სოციალურ ქსელში ტრაგიკულად დაღუპული მოზარდსი ნიკოლოზ ხავთასის დედა. ნიკოლოზი სკოლა „ქორალის“ მოსწავლე იყო. ისინი წარჩინებულ მოსწავლეს ემშვიდობებიან.
„დღეს, 20 აგვისტოს, მარადიულ სასუფეველში გავაცილეთ ჩვენი უსაყვარლესი, საუკეთესო, ნიჭიერი, არაჩვეულებრივი მოსწავლე – ნიკოლოზ ხავთასი. იგი გამოირჩეოდა თავისი შესაძლებლობებით, იყო საუცხოო ადამიანი, მომავლის ბიჭი, რომელმაც ნაადრევად შეწყვიტა სიცოცხლე და დაგვიტოვა საშინელი, მოუშუშებელი ტკივილი.
სკოლა ,,ქორალი” უსამძიმრებს მის ოჯახს და იზიარებს ამ უმძიმეს ტრაგედიას. ნიკოლოზის ხსოვნა სამუდამოდ დარჩება ჩვენს გულებში“. – წერს სკოლა „ქორალი“
ნიკოლოზ ხავთასი 2 დღის წინ დაიღუპა, მას კვირას დაკრძალავენ.