LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
სტიქიის შედეგად დაკარგული ნინო კენჭაძე გარდაცვლილი იპოვეს

“დავინახეთ ქალის ცხედარი, რომელსაც სახეზე ხელები ჰქონდა აფარებული – რას ყვებიან სტიქიას გადარჩენილები

დაპოსტა 2023/08/16-ში
A A
12.5k
ნახვა
გაზიარება

რა გზა გა­ი­ა­რეს შოვ­ში მე­წყრის ჩა­მო­წო­ლი­სას ტყეს შე­ფა­რე­ბულ­მა დამ­სვე­ნებ­ლებ­მა, რა მოხ­და რე­ა­ლუ­რად და შე­იძ­ლე­ბო­და თუ არა ამ გან­საც­დე­ლის თა­ვი­დან აცი­ლე­ბა? – თვითმხილ­ვე­ლე­ბის მიერ აღ­წე­რი­ლი ჯო­ჯო­ხე­თი და ბუ­ნე­ბის გა­მაფრ­თხი­ლე­ბე­ლი მა­გა­ლი­თე­ბი, რომ­ლე­ბიც “გა­მოგ­ვრჩა”.

 

რეს­პონ­დენ­ტმა ვი­ნა­ო­ბის გამ­ხე­ლა არ ისურ­ვა და აღ­ნიშ­ნა, რომ ეს არც არის სა­ჭი­რო – რად­გან ამ ტრა­გე­დი­ა­ში ყვე­ლას სათ­ქმე­ლი ერ­თია.

 

– ტრა­გე­დი­ის დღეს გა­დავ­წყვი­ტეთ მდი­ნა­რის პი­რას ოჯა­ხუ­რი გას­ვლა მოგ­ვე­წყო და ბუ­ნე­ბა­ში გვე­ვახ­შმა. მე იმ ად­გი­ლას მინ­დო­და დარ­ჩე­ნა, სა­დაც სტი­ქი­ამ ყვე­ლა­ზე მეტი ადა­მი­ა­ნი იმ­სხვერ­პლა. ჩემი შვი­ლის და­ჟი­ნე­ბით კი მდი­ნა­რეს ავუ­ყე­ვით, გა­ვი­ა­რეთ რკი­ნის, იო­დის, კალ­ცის წყლე­ბი და და­ბა­ნა­კე­ბა ტყის ზედა ნა­წილ­ში, მდი­ნა­რე ჭან­ჭა­ხის ნა­პი­რას გა­დავ­წყვი­ტეთ. ზო­გა­დად, შოვ­ში ძა­ლი­ან ახლო ტე­რი­ტო­რი­ებ­ზეა მდი­ნა­რე­ე­ბი და შე­სა­ბა­მი­სად, არის ბევ­რი ხიდი. მდი­ნა­რე ჭან­ჭა­ხი, სხვა მდი­ნა­რე­ებ­თან შე­და­რე­ბით, სწრა­ფად მო­ე­დი­ნე­ბა. თუმ­ცა, ის სხვა, ერთი შე­ხედ­ვით მშვიდ მდი­ნა­რე­ებ­ზე ბევ­რად უსაფრ­თხოა. შოვ­ში ყო­ველ წვი­მას მდი­ნა­რის ადი­დე­ბის შიში ახ­ლავს, რად­გან ეს მშვი­დი მდი­ნა­რე­ე­ბი ადი­დე­ბი­სას უზარ­მა­ზარ ნა­კა­დად იქ­ცე­ვა ხოლ­მე. აქამ­დეც ყო­ფი­ლა მე­წყრის შე­დე­გად კო­ტე­ჯე­ბის წა­ლეკ­ვის შემ­თხვე­ვე­ბი. ამის შემ­დეგ მდი­ნა­რის ჯე­ბი­რიც გა­ა­მაგ­რეს, მაგ­რამ ეს ჯე­ბი­რი მის დი­ნე­ბას ვე­რა­ნა­ი­რად ვერ შე­ა­ჩე­რებ­და…

 

მე­უღ­ლემ კო­ცო­ნის­თვის ფი­ჩხის შეგ­რო­ვე­ბა და­ი­წყო, ჩვენ მოგ­ვშორ­და. მე ბავ­შვებ­თან ერ­თად მდი­ნა­რის ნა­პირ­ზე დავ­რჩი. მო­უ­ლოდ­ნე­ლად, შემ­ზა­რა­ვი გუ­გუ­ნის ხმა გა­ვი­გო­ნეთ. და­ახ­ლო­ე­ბით ორ წუთ­ში ქმარ­მა შეშ­ფო­თე­ბუ­ლი ხმით და­მი­რე­კა, მდი­ნა­რე ადიდ­და და ხი­დე­ბი, გზა წა­ი­ღოო. და­მა­რი­გა, რო­მე­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით წავ­სუ­ლი­ყა­ვით. სა­ბო­ლო­ოდ გა­დავ­წყვი­ტეთ ტყე­ში, შე­მაღ­ლე­ბუ­ლი ად­გი­ლის­კენ გა­და­ვად­გი­ლე­ბუ­ლი­ყა­ვით. ჩვენ გარ­და იქ ძა­ლი­ან ბევ­რი ხალ­ხი იყო, სი­ტუ­ა­ცია პა­ნი­კუ­რი გახ­ლდათ, რად­გან არ ვი­ცო­დით, რო­მე­ლი მხრი­დან გვე­ლო­დე­ბო­და სა­შიშ­რო­ე­ბა.

– იმ ად­გი­ლი­დან გა­მოს­ვლის გზა არ ჩან­და?

 

– ვერ­ტმფრე­ნის გარ­და ვე­რაფ­რით გად­მო­ვი­დო­დით. როცა მაშ­ვე­ლე­ბი მო­ვიდ­ნენ, გვი­თხრეს, წყა­ლი კვლავ გროვ­დე­ბა და თუ ახ­ლა­ვე არ გა­გიყ­ვა­ნეთ, შე­საძ­ლოა, იგი­ვე კვლავ გან­მე­ორ­დე­სო. ამ სა­უბ­რებ­ში, ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­ძი­ე­ბა­სა და ჩა­ნიშ­ვნის პრო­ცეს­ში და­ღამ­და კი­დეც. ფრე­ნე­ბი შე­წყდა და ტყე­ში დავ­რჩით. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­მო­რი­ცხუ­ლი არ იყო სტი­ქია კვლავ დაგვტყდო­მო­და თავს. ყვე­ლა ერ­თად შე­ვიკ­რი­ბეთ, ერ­თმა­ნეთ­თან ახ­ლოს კო­ცო­ნე­ბი ავან­თეთ.

 

– მხო­ლოდ ქარ­თვე­ლე­ბი იყა­ვით?

 

– ორი უცხო­ე­ლე­ბის ოჯა­ხი იყო, ჩე­ხე­თი­დან და და­ნი­ი­დან. ჩე­ხე­თი­დან სა­კუ­თა­რი მან­ქა­ნით იყ­ვნენ ჩა­მო­სუ­ლი. კა­რა­ვი გვა­თხო­ვეს. გვე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, მა­რა­გი ბევ­რი გვაქვს და არ შე­გე­შინ­დეთ, ყვე­ლას გვე­ყო­ფაო. ვა­ზი­ა­რებ­დით სურ­სათს, კარ­ვებს, ნივ­თებს. ოდ­ნავ ხმა­ურ­ზეც პა­ნი­კა იწყე­ბო­და. ძრა­ვის ხმა­ზეც კი ყვე­ლა ფრთხე­ბო­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით გაწ­ვიმ­და, და­ი­წყო ჭექა-ქუ­ხი­ლი, ძა­ლი­ან შეგ­ვე­შინ­და. მალე ტე­ლე­ფო­ნის სა­შუ­ა­ლე­ბით შე­ვი­ტყვეთ, რომ დრო­ნე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, იმ ეტაპ­ზე მე­წყრის გან­მე­ო­რე­ბის საფრ­თხე აღარ იყო და ცოტა დავ­მშვიდ­დით. რო­გორც კი გა­თენ­და, ვერ­ტმფრე­ნე­ბით ონში გა­დაგ­ვიყ­ვა­ნეს. 15 ადა­მი­ა­ნი გა­დაჰ­ყავ­დათ თითო რე­ი­სით. 8-9 ასე­თი რე­ი­სი შეს­რულ­და. ონში მი­სუ­ლებს ხალ­ხი გვეხ­ვე­ო­და, გვაჩ­ვე­ნებ­დნენ ახ­ლობ­ლე­ბის ფო­ტო­ებს, ელო­დე­ბოდ­ნენ თუნ­დაც ერთ სა­ნუ­გე­შო სი­ტყვას. ად­გი­ლობ­რი­ვებ­მა წაგ­ვიყ­ვა­ნეს სახ­ლებ­ში, დაგ­ვა­პუ­რეს, დაგ­ვამ­შვი­დეს, სული ცოტა მოგ­ვათ­ქმე­ვი­ნეს. გა­ვი­გეთ, რომ ჩვე­ნი სას­ტუმ­რო მე­წყერს გა­და­ურ­ჩა. ნივ­თე­ბი ად­გილ­ზე გვქონ­და და პო­ლი­ცი­ას ვთხო­ვეთ დაგ­ვხმა­რე­ბოდ­ნენ. გა­დაგ­ვიყ­ვა­ნეს მან­ქა­ნე­ბით, ჩა­ვე­დით შოვ­ში. ჩემ თვალ­წინ გა­მოჰ­ყავ­დათ ცხედ­რე­ბი. და­ვი­ნა­ხეთ ქა­ლის ცხე­და­რი, რო­მელ­საც სა­ხე­ზე ხე­ლე­ბი ჰქონ­და აფა­რე­ბუ­ლი… ეს იყო ჯო­ჯო­ხე­თი. და­ვა­პი­რეთ სას­ტუმ­რო­ში ღა­მის გა­თე­ნე­ბა, მაგ­რამ წყა­ლი არ იყო, მალე ელექტრო­ე­ნერ­გი­აც გა­ი­თი­შე­ბო­და. ზო­გა­დად, ხში­რად ირ­თვე­ბო­და ხოლ­მე ელექტრო­ე­ნერ­გია, თით­ქმის ყო­ვე­ლი წვი­მის დროს და აღარ გავ­რის­კეთ დარ­ჩე­ნა. მან­ქა­ნა ტყე­ში დარ­ჩა და ჩვენ რაჭა დავ­ტო­ვეთ.

ამ­ბობთ, რომ გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის მან­ძილ­ზე ხმა ის­მო­და. კო­ტე­ჯებ­ში ვერ გა­ი­გებ­დნენ ამ ხმას? ან გა­რეთ მყო­ფე­ბი არ გა­აფრ­თხი­ლებ­დნენ მათ, ვინც შინ იყო?

 

– ხმა რამ­დე­ნი­მე წუ­თით მარ­თლაც ის­მო­და, მაგ­რამ კო­ტე­ჯე­ბი რომც და­ე­ტო­ვე­ბი­ნათ, ვერ­სად წა­ვი­დოდ­ნენ, გაქ­ცე­ვას ვე­რაფ­რით მო­ას­წრებ­დნენ. მე­წყე­რი ორ ტო­ტად გა­ი­შა­ლა და კო­ტე­ჯე­ბი შუ­ა­ში, ერ­თგვარ ალ­ყა­ში მო­ექ­ცა. როცა ხმა­უ­რი ის­მო­და, ვერ ვი­გებ­დით, კონ­კრე­ტუ­ლად სა­ი­დან მო­დი­ო­და ხმა. მერე კვლავ გა­მოჩ­ნდა უზარ­მა­ზა­რი ტალ­ღა და წა­მებ­ში და­ეშ­ვა კო­ტე­ჯე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით. ამ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მი­ნე­რა­ლუ­რი წყლე­ბია და ხალ­ხი სულ არის. სას­ტუმ­როს­თან პა­ტა­რა ბა­ღი­ცაა, რო­მე­ლიც სულ ბავ­შვე­ბი­თა და ახალ­გაზ­რდე­ბი­თაა სავ­სე. ამ ად­გი­ლი­დან უფრო მო­ას­წრეს გაქ­ცე­ვა ზედა მხა­რეს. მე­წყე­რი ტალ­ღე­ბად მო­დი­ო­და. რამ­დე­ნი­მე­მეტ­რი­ა­ნი ტალ­ღა რამ­დენ­ჯერ­მე ჩა­მოწ­ვა. გუ­გუ­ნის ხმა კარ­გა ხანს ის­მო­და, მერე ბუღ­მა, მტვერ­მა მო­იც­ვა ყვე­ლა­ფე­რი. ჰა­ერ­ში არა­ფე­რი ჩან­და.

 

– ღვარ­ცო­ფის მი­ზე­ზებ­სა და წარ­მო­შო­ბა­ზე სხვა­დას­ხვა ვერ­სია ვრცელ­დე­ბა. ად­გილ­ზე რას ამ­ბობ­დნენ?

 

– ამ­ბობ­დნენ, რომ თა­ვად მყინ­ვა­რის ნა­წი­ლი ჩა­მო­ი­შა­ლა, რა­მაც გზა­დაგ­ზა მდი­ნა­რის და­გუ­ბე­ბა და ადი­დე­ბა გა­მო­იწ­ვია. მდი­ნა­რე ბუბა, რო­მე­ლიც იმ­დე­ნად მე­ჩხე­რია, რუ­კა­ზე არც კი ჩანს, სწო­რედ აქე­დან იღებს სა­თა­ვეს, შემ­დეგ უერ­თდე­ბა მდი­ნა­რე ჭან­ჭახს, რო­მე­ლიც ადიდ­და. წინა სა­ღა­მოს ძლი­ე­რი წვი­მა 15 წუთი გაგ­რძელ­და. მსუ­ბუ­ქად კი წვიმ­და ღა­მის მან­ძილ­ზე. იმ ღა­მეს არც ელექტრო­ე­ნერ­გია გვქონ­და. ად­გი­ლობ­რი­ვებს წვი­მის ძა­ლი­ან ეში­ნი­ათ. აღ­მოჩ­ნდა, რომ წარ­სულ­ში კო­ტე­ჯე­ბიც არა­ერ­თხელ წა­უ­ღია მე­წყერს. ბუ­ნებ­რი­ვია, ამ მას­შტა­ბის სტი­ქია არა, მაგ­რამ ერ­თე­უ­ლი შემ­თხვე­ვე­ბი აქამ­დეც ყო­ფი­ლა.

 

– აცხა­დებ­დნენ, რომ შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო, სტი­ქი­ას გა­დარ­ჩე­ნი­ლე­ბი ტყე­ში ეპო­ვათ. შე­საძ­ლე­ბე­ლია, რომ თქვენ გარ­და, ვინც ვერ­ტმფრე­ნებ­მა გა­გიყ­ვა­ნათ, ტყე­ში ვინ­მე დარ­ჩე­ნი­ლი­ყო?

 

– გა­მო­რი­ცხუ­ლია. ტყე­ში ვინ­მე რომ ყო­ფი­ლი­ყო, ჩვენ­თან ერ­თად იქ­ნე­ბო­და.

 

– დამ­სვე­ნებ­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა, წინა წელ­თან შე­და­რე­ბით, მეტი იყო?

 

– დიახ, დამ­სვე­ნე­ბელ­თა რა­ო­დე­ნო­ბა მარ­თლაც დიდი იყო და თუ გა­დარ­ჩე­ნა ჰქვია, გა­დავ­რჩით, რომ ეს უბე­დუ­რე­ბა ღა­მით არ მოხ­და. მსხვერ­პლი ბევ­რად მეტი იქ­ნე­ბო­და

ჟურნალი ,,გზა”

გაზიარება5002

დაკავშირებული -პოსტები

კახეთში პენსიონერი დააყაჩაღეს – წაღებულია 7000 ლარამდე ნაღდი ფული და ოქროული

by მეგა TV
სექტემბერი 14, 2026
0
სამტრედიაში კაცი მოკლეს
მთავარი

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვანთაში პენსიონერი დააყაჩაღეს. 70 წლამდე ქალის სახლში რამდენიმე შეიარაღებული ნიღბიანი შეიჭრა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ნიღბიანებმა ქალი დააბეს და იძულების წესით ათქმევინეს, სად ინახავდა ფულს და ძვირფასეულობას. შედეგად მათ...

დაწვრილებითDetails

15 -16 სექტემბერს, ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე სრულად შეიზღუდება მოძრაობა

by მეგა TV
სექტემბერი 14, 2026
0
რამდენი უძველესი სახლია იმერეთში
მთავარი

მიმდინარე წლის 16 სექტემბერს, ქალაქ ქუთაისში, ცენტრალურ მოედანზე, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებითა და ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, დაგეგმილია პირველკურსელთა მიღების მასშტაბური ღონისძიება. ღონისძიების მოსამზადებელი სამუშაოების განხორციელების მიზნით,...

დაწვრილებითDetails

ირაკლი კობახიძე პარტიების აკრძალვაზე – საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ყველა ერთად დავისვენებთ

by მეგა TV
სექტემბერი 14, 2026
0
პრეზიდენტ ტრამპს გაცხადებული აქვს „დიფ სთეითის“ დამარცხების ამბიციური გეგმა და გვინდა, წარმატებები ვუსურვოთ – პრემიერი
მთავარი

პირველ რიგში, ველოდებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას. მე მგონი, ამ გადაწყვეტილების შემდეგ ყველა ერთად დავისვენებთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ოპოზიციაში არსებული ვითარების შეფასებისას განაცხადა. მისი თქმით, როდესაც ორგანიზმი სუსტდება, ამას...

დაწვრილებითDetails

ჭორვილას საჯარო სკოლა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

by მეგა TV
სექტემბერი 14, 2026
0
ჭორვილას საჯარო სკოლა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
მთავარი

„სსიპ საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭორვილას საჯარო სკოლის საზოგადოება ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ეკატერინა ყაველაშვილის გარდაცვალების გამო. ეკა იყო თბილი, სიკეთითა და სიყვარულით სავსე პიროვნება, რომელიც თითოეულ ჩვენგანს მუდამ ემახსოვრება ეკას წასვლა...

დაწვრილებითDetails

გეკა გელაძე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობას დაიკავებს

by მეგა TV
სექტემბერი 14, 2026
0
ჩემთვის დიდი პატივია ვუხელმძღვანელო ამ უწყებას, ღირსეულ და საამაყო პოლიციელებთან, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად ვემსახურო ჩვენ ქვეყანას და ხალხს – გელა გელაძე
მთავარი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, სუს-ის ყოფილი ხელმძღვანელი გელა გელაძე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობას დაიკავებს. „დღეს სუს-ის უფროსმა გეკა გელაძე, დატოვა დაკავებული თანამდებობა. გეკა გელაძე დაიკავებს შინაგან საქმეთა მინისტრის...

დაწვრილებითDetails

სუს-ის უფროსის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძემ თამაზ ბორაშვილის კანდიდატურა წარადგინა

by მეგა TV
სექტემბერი 14, 2026
0
სუს-ის უფროსის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძემ თამაზ ბორაშვილის კანდიდატურა წარადგინა
მთავარი

საქართველოსპრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ სახელმწიფოუსაფრთხოებისსამსახურისუფროსის თანამდებობაზე თამაზ ბორაშვილის კანდიდატურა წარადგინა. შესაბამისი განცხადება კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. თამაზ ბორაშვილი ამ დრომდე სუს-ში, ამავე სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, გელა...

დაწვრილებითDetails

ქუთაისელი სპორტსმენების წარმატება ევროპის ჩემპიონატზე

by მეგა TV
სექტემბერი 14, 2026
0
ქუთაისელი სპორტსმენების წარმატება ევროპის ჩემპიონატზე
მთავარი

ქუთაისელი სპორტსმენების წარმატება ევროპის ჩემპიონატზე! პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში სუმოში 23 წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატი გაიმართა, სადაც ქუთაისელმა სპორტსმენებმა წარმატებით იასპარეზეს და საპრიზო ადგილები დაიკავეს. პირველი ადგილი — ავთო ლიკლიკაძე მწვრთნელი...

დაწვრილებითDetails

სკოლა და ბაღი იწყება – რა უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა

by მეგა TV
სექტემბერი 14, 2026
0
ცნობილია 2025-2026 სასწავლო წლის კალენდარი – როდის იქნება არდადეგები და დასვენებები?
მთავარი

ზაფხულის არდადეგები სრულდება და ბავშვები რეჟიმს უბრუნდებიან. 2026-2027 სასწავლო წელი საქართველოს საჯარო სკოლებში და თბილისის საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღებში 15 სექტემბერს დაიწყება. სასწავლო წლის დაწყება განსაკუთრებით ემოციური პერიოდია როგორც ბავშვებისთვის, ისე...

დაწვრილებითDetails

მამუკა მდინარაძეს დაცვა დაუნიშნეს

by მეგა TV
სექტემბერი 14, 2026
0
ვიღაცები მეტიჩრობით გამოხტებიან სხვადასხვა უწყებებიდან, წაიკითხონ, გაიაზრონ და შემდეგ იქნება პროტესტი მართალი თუ აღმოაჩენენ, რომ იქ სადმე წერია ევროკავშირზე უარის თქმა – მამუკა მდინარაძე
მთავარი

მამუკა მდინარაძეს დაცვა დაუნიშნეს "1.სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ “საქართველოს კანონის მე-5 მუნლის 4¹ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2020 წლის 5 თებერვლის №73 დადგენილებით დამტკიცებული „სახელმწიფო დაცვის სპეციალური...

დაწვრილებითDetails

დღეს ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატის „შენ ხარ ვენახის“ ხსენების დღეა – რომელი ლოცვა უნდა წაიკითხოთ

by მეგა TV
სექტემბერი 14, 2026
0
ლოცვა, რომელიც გიორგობას უნდა წაიკითხოთ
მთავარი

14 სექტემბერს არის ასევე ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატის „შენ ხარ ვენახის“ ხსენების დღე. ამ ხატის წინაშე აღესრულება უამრავი სასწაული – უშვილოებს შვილი მისცემიათ, სნეულთ კურნება მიუღიათ. ხშირია ხატიდან მირონდენა. ლოცვა, რომელიც...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"