,,გავიგე, ბატონი ირაკლი კობახიძე პირველივე დღიდან შოვში არის და საკუთარი ძალებით ეხმარება ადამიანებს, რომ აპოვნინოს დაკარგული ადამიანები ოჯახს, ამისთვის ძალიან დიდი მადლობა, მე შემიძლია ბატონო ირაკლი კობახიძე / Irakli Kobakhidze ამოვიდე შოვში, ძალიან კი გამიჭირდება მაგრამ შევძლებ ამოვალ და გავისაუბრო და განახებ შემს და მაშოს გადაადგილებას ჩემს მონაყოლს თუ არ დაიჯერებ იქ არიან ხალხი ვინ შეესწრო შემს ჯოჯოხეთურ გზას და თუ არც მაგ ადამიანების ნათქვამის გჯერა არსებობს ვიდეო კადრები… ძალიან კარგად და მშსვიდად ვგრძნობ მე თავს რადგან ვარ ყველანაორად მართალი… ველოდები თქვენს ზარს ❤️” – წერს სოციალურ ქსელში შოვის სტიქიას გადარჩენილი დავით ჯელაძე.
ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე “წარმოუდგენელი ტყუილი” უწოდა ინფორმაციას, რომ ღვარცოფს ერთ-ერთი ბავშვი 3 საათის განმავლობაში ებრძოდა
კობახიძემ კომენტარი გააკეთა სტიქიას გადარჩენილ დავით ჯელაძის პოსტზეც, სადაც მას აღწერილი ჰქონდა დისშვილთან ერთად რა გზის გავლა მოუწია, კობახიძემ თქვა, რომ “გადასამოწმებელია ეს ყველაფერი”. მისთვის გაუგებარია რატომ იყო საჭირო ერთი ნაპირიდან მეორეზე გადასვლა










