ოკაცეს კანიონს ბოლო 5 წლის განმავლობაში 303 380 ადამიანი ესტუმრა. როგორც “მეგა ტვ”-ს დაცული ტერიტორიების სააგენტოდან აუწყეს აქედან 203 509 უცხოელი, 99 871 კი ქართველი ვიზიტორია.
სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ბოლო 5 წლის განმავლობაში ოკაცეს კანიონზე ყველაზე მეტი, 92 872 ვიზიტორი 2019 წელს დაფიქსიდა, ყველაზე ცოტა 10 609 კი 2020 წელს, პანდემიის დროს.
რაც შეეხება ტოპ 5 ქვეყანას, საიდანაც ყველაზე მეტი ტურისტი ესტუმრა ოკაცეს კანიონს ბოლო 5 წლის განმავლობაში, ეს სტატისტიკა ცვლებადია და სია ასე გამოიყურება: ლიტვა, ლატვია, უკრაინა, ისრაელი, პოლონეთი, რუსეთი, გერმანია, ყაზახეთი, ბელარუსი და საუდის არაბეთი.
დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორამციის თანახმად, 5 წლის მონაცემების მიხედვით ოკაცეს კანიონზე, ვიზიტორთა ტოპ 5 ქვეყნიდან რუსეთი 34 192 ტურისტით ლიდერობს. მეორე ადგილს იკავეს უკრაინა 13 564 ვიზიტორით, მესამე ადგილზეა ყაზახეთი 12 900 ტურისტით, მეოთხე ადგილს იკავებს ლატვია 12 663 ადამიანით და მეხუთე ადგილზეა ბელარუსი 12 610 სტუმრით.
2022 წელს ოკაცეს კანიონზე ტოპ 5 ვიზიტორებს შორის პირველად მოხვდა საუდის არაბეთი 2 707 ტურისტით.
ოკაცეს კანიონი იმერეთში, ხონის მუნიციპალიტეტში, სოფელ გორდში მდებარეობს. აქ მოხვედრა დადიანების ისტორიული ტყე-პარკის გავლით, საფეხმალო ბილიკით შეგიძლიათ, რომელსაც 2-3 საათი სჭირდება, ან სოფელ გორდში ვიზიტორთა ცენტრთან დელიკი დაიქირაოთ და სოფლის გზებით ჩახვიდეთ ულამაზეს ტურისტულ ადგილთან.
რა ღირს ოკაცეს კანიონის მონახულება.
- ბილეთი 6 წლამდე ბავშვებისთვის – უფასო;
შენიშვნა: ოკაცეს კანიონის ბუნების ძეგლის ბილიკზე გასავლელად ვიზიტორის სიმაღლე უნდა აღემატებოდეს 1მ-სა და 20 სმ-ს. - ბილეთი არასრულწლოვანებისთვის (6 წლიდან 18 წლამდე) – 5 ლარი;
- ბილეთი, საქართველოს მოქალაქეებისთვის და რეზიდენტი პირებისთვის გარდა არასრულწლოვანებისა – 8 ლარი. (საჭიროა პირადობის მოწმობის დამადასტურებელი საბუთის წარდგენა!);
- სხვა ქვეყნის მოქალაქეებისთვის, გარდა არასწრულწლოვანებისთვის – 15 ლარი;
- მოსწავლეთა და სტუდენტთა ჯგუფის ვიზიტის დროს, ერთი სკოლის, კოლეჯის ან სასწავლო უნივერსიტეტის პედაგოგი – უფასო;
- ტურისტული სააგენტოს გიდები (ხელშეკრულების არსებობის შემთხვევაში) – უფასო;
- სამოქალაქო ქორწინების გაფორმების ცერემონიალი – 100 ლარი;
ტურები ხორციელდება მთელი წლის განმავლობაში. აქტიური სეზონი გრძელდება აპრილიდან ოქტომბრის ჩათვლით.










