ქუთაისის სუპერმარკეტის “დეილი” ფილიალი გაძარცვეს. შემთხვევა 5 აგვისტოს მოხდა. როგორც ცნობილია მერაბ კოსტავას ქუჩაზე მდებარე მაღაზია თანამშრომლებს შაბათ დილით გატეხილი დახვდათ.
სუპერმარკეტიდან წაღებულია სეიფი, რომელშიც თანხა ინახებოდა.
ასევე, როგორც ცნობილია, ეს აღნიშნული ფილიალის ძარცვის მეორე შემთხვევა იყო ერთ კვირაში. პირველ ჯერზე ორი მძარცველი სუპერმარკეტში, დილით ადრე, პროდუქტის საყიდლად შევიდა. ერთ-ერთმა მათგანმა კონსულტანს სხვა განყოფილებაში დახმარება სთხოვა, მეორე მათგანგანმა კი ჯერ სალაროს გატეხვა სცადა, შემდეგ კი მენეჯრის კაბინეტიდან 700 ლარამდე თანხა აიღო, აღნიშნული ფულიდან კი მძარცველებმა კონსულტანტის მიერ დაჭრილი ძეხვი შეიძინეს.
უცნობია ორივე ძარცვა ერთმა და იმავე პიროვნებებმა ჩაიდინეს თუ არა.
გავრცელებული ინფორმაციით სეიფის გადატაცების ფაქტზე 2 არასრულწლოვანია დაკავებული.
“მეგა ტვ” დეტალებს შსს-ში არკვევს.










