საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორი – ლევან თაქთაქიშვილი ფეისბუქზე მეტად საინტერესო, საუკუნოვანი საიდუმლო კარის აღმოჩენის შესახებ წერს.
ლევან თაქთაქიშვილი: აქამდე არავინ იცოდა ამ კარის საიდუმლო! 1917 წლიდან დაიმალა და შემდეგ ცოცხალი არავინ დარჩა, ვინც იცოდა.
დღეს, ბიბლიოთეკის სარდაფში მიმდინარე სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობისას, შევამჩნიე კედელზე ბზარები, რომელიც რკალს ქმნიდა და მივხვდი, რომ ტიხრის უკან რაღაც უნდა ყოფილიყო, მოვახსნევინე ტიხარი და… აღმოჩნდა უზარმაზარი რკინის ძველებური ჟალუზი. ჟალუზის ზემო ნაწილი მოდერნის სტილშია გაფორმებული. ეს ჟალუზი ზუსტად ბიბლიოთეკის მეორე კორპუსის ქვეშაა და ტროსებით იმართება. როგორც ჩანს, საგანგაშო მდგომარეობის ან ბანკის დაკეტვის დროს ამ ჟალუზს წევდნენ, რომელიც ამოდიოდა სარდაფიდან პირველ სართულზე და კარი საგულდაგულოდ იკეტებოდა!
აღმოჩნდა 100 წლის განმავლობაში დამალული ისტორია!
მეც ბედნიერი ვარ, კიდევ ერთი საიდუმლო გავხსენი!
ცოტა ხანიც და ეს ისტორიული კარი აღდგება! გილოცავთ!











