შოვში კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს. აღნიშნულ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ პროზექტურაში ოჯახმა გენადი სულთანიშვილი ამოიცნო. ის ანსამბლ „ბუბას“ წევრი იყო. გარდა ამისა, ის შოვში, კოტეჯებში არსებულ სასადილოში მზარეული იყო. გენადი სულთანიშვილი სოფელ გლოლას მკვიდრი იყო.










