მას აღიარებითი ჩვენება წამების გზითაც ვერ ჩამოართვეს და დღემდე ირწმუნება, რომ სრულიუად უდანაშაულოა. აქვს მყარი ალიბი და არც ერთი მტკიცებულება არ არსებობს, რომელიც მის დანაშაულს დამტკიცებს.
უკვე 18 წელია, ჩხვიმიანი სასჯელს იხდის. ამ პერიოდის განმავლობაში ის მონაწილეობდა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში განხორციელებულ სხვადასხვა პროექტში – მოჰყავს მალინა და ბოსტნეული სპეციალურად გამოყოფილ ნაკვეთზე, შექმნა ოჯახი და ჰყავს შვილი.
რამდენიმე წლის წინ ცოტა ხნის წინ ნიაზ ჩხვიმიანმა სასამართლოს თხოვნით მიმართა, რომ დანაშაული შეემსუბუქებინა და სამაჯურით გაეშვა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან, მაგრამ მოსამართლემ მისი არგუმენტები არ გაიზიარა და ჩათვალა, რომ მას არ მოუნანიებია დანაშაული და ის პატიმრობაში დატოვა.










