სასტუმრო „სანსეტ შოვის“ მიმდებარედ მეწყერის შედეგად მიწის მასა 3 აგვისტოს, დაახლოებით, 15:00 საათზე ჩამოიშალა. ამ დროისთვის, რაჭაში, სტიქიის ზონაში 15 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი, ხოლო 25 დაკარგულ ადამიანს ეძებენ.
ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამი ადამიანი კონტაქტზე გამოვიდა. ერთ-ერთის შესახებ სოციალურ ქსელში მოქალაქე წერს.
„ერთ-ერთი დაკარგულის, დავით ბერიაშვილის ფეისბუქგვერდი იყო რამდენიმე წუთის წინ აქტიური.. შეიძლება მობილურმა დაიჭირა სიგნალი, არ ვიცი.. კონტაქტზე არ გამოდის.. იქნებ მობილურის ადგილმდებარეობით მოხერხდეს მისი პოვნა“,- წერს მოქალაქე.










