ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, თეა გოდოლაძე რაჭაში Landsat-ის მიერ, 27 ივლისსა და 4 აგვისტოს გადაღებულ სატელიტურ სურათებს აქვეყნებს და განმარტავს, როგორ შეიძლებოდა მსხვერპლის თავიდან აცილება.
„ახლა ვდებთ Landsat-ის მიერ, 27 ივლისსა და 4 აგვისტოს გადაღებულ სატელიტურ სურათებს. ეს სურათები არის უფასო. Landsat-ის მიერ ამ სურათების გადაღება მოხდა ისეთ დროს, როდესაც ღრუბელია და გარჩევადობა დაბალი. მიუხედავად ამისა, სავარაუდოა რომ 4 აგვისტოს, შოვიდან 7 კილომეტრში დაახლოებით, მდინარე ბუბაზე კალაპოტი მკვეთრად გაგანიერებულია, ანუ მეწყრულ-ღვარცოფული პროცესი დაწყებულია, რამაც შესაძლოა გამოიწვია მდინარის გადაკეტვა(ადგილობრივებმა თქვეს, ქვემოთ მდინარე აღარ მოდიოდაო).
ზუსტად ეს არის მონიტორინგი და წინასწარი შეტყობინების სისტემი ნაწილი! ამ სურთებზე ონლაინ, მყისიერი წვდომა რომ გვქონოდა, გავცემდით განგაშის სიგნალს! შესაბამისი ლიდარი რომ გვქონოდა, რომელიც ყველა პრესტიჟულ უნივერისტეტს აქვს ევროპაში ლამის, გადავუფრენდით, დავაზუსტებდით მონაცემებს და გამოვაცხადებდით განგაშს.
ეს უფასო Landsat-ის სურათები გვიან იდება, მყისიერი სურათები გვჭირდება!
ვთხოვ ყველა ჩვენ პარტნიორ ამერიკულ და ევროპულ უნივერისტეტს მოგვცენ ფასიანი სატელიტური სურათები ამ პერიოდის. შესაძლოა მათი გადაღება მოხდა სხვა დროს, ვიდრე Landsat-ი იღებდა და სურათი უფრო ცხადი და უღრუბლოა! გთხოვთ! დაგვეხმარეთ!“,- წერს თეა გოლოდაძე.
სასტუმრო „სანსეტ შოვის“ მიმდებარედ მეწყერის შედეგად მიწის მასა 3 აგვისტოს, დაახლოებით, 15:00 საათზე ჩამოიშალა. ამ დროისთვის, რაჭაში, სტიქიის ზონაში 11 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი, ხოლო 25 დაკარგულ ადამიანს ეძებენ.

















