შოვში ტრაგედიის დროს გარდაცვლილი ერთ-ერთი პირი გიორგი გოგინაშვილია.
„შენი ბოლო სიტყვები “უთხარი რომ მე კარგი ვარ” აუცილებლად ვეტყვი რომ საუკეთესო ხარ გოგინ …..
„დაუჯერებელი რამ მოხდა გიორგი, მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნას ჰგავდა ეს თავზარდამცემი ამბავი. როგორ დაგვწყვიტე ყველას გული, საუკუნოდ იყოს ხსენება შენი ჩვენო გოგინა“
„გონს ვერ მოვდივარ…
როგორ მინდოდა, როგორ მჯეროდა, რომ ცოცხალს იპოვიდნენ… , ჩვენი გოგინა“
“არ ვიცი,არ მჯერა და არ მინდა დავიჯერო,ჩემო გმირო ძმაო ! ორი შვილის მამავ და საოცარი ადამიანო,რომ გარდაიცვალე”- წერენ მეგობრები სოციალურ ქსელში.
ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად რა ტერიტორიაზე ნახეს ცხედარი.
ოფიციალური ინფორმაციით, სტიქიის ზონიდან გამოსვენებულები, პროზექტურაში გადაასვენეს.










