‼️ “მოკლედ: რამაც შოვამდე მოაღწია – ქვა, ღორღი, ტალახი, ხეები + ყველაფერი რაც ჩანს, სისწრაფის ჩათვლით, სუულ ცოტა 36 საათის ნაგროვი წყლის წამოღებულია. ალბათ მეტისაც. 36 მინიმუმია. სად ჩაიხერგა ხეობა და სად გაირღვა, ამის ნახვაც შეიძლება. ტბაუკებამდე ასვლა ან გადაფრენა და გადაღება უნდა. ტბაუკებთან ალპური ზონა თითქმის თავდება და მორენა იწყება.
> ვინც იცნობთ ბუბას ხეობას და მყინვარს ანუ ვისაც იქ გივლიათ, დაახლ გამოთვლით ამ ადგილს. ეროზია სატელიტური ფოტოებიდანაც ჩანს.
> ამ დროში მდინარე დაიკლებდა. ისე რო თითქმის შეუძლებელია ვინმეს არ შეემჩნია.
> ვინ უნდა ყოფილიყო ეს ვინმე და მერე რა და როგორ უნდა გაკეთებულიყო ღია თემაა.
> აჭარის მეწყერი გახსოვთ? ” – წერს ამის შესახებ ამერიკაში მოღვაწე, ცნობილი ქართველი მეცნიერი ცოტნე ჯავახიშვილი.










