შოვში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების გამო, მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართული კონსულტაციების შედეგად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ Black Sea Arena-ზე 5 და 6 აგვისტოს დაგეგმილი Nile Rodgers & Chic-ისა და FKJ-ის კონცერტები გავაუქმოთ.ვუსამძიმრებთ ყველა იმ ადამიანს, რომელმაც ოჯახის წევრი დაკარგა და ვლოცულობთ მათთვის, ვინც ამ მძიმე წუთებში ახლობლებს ეძებს. ახლა გვსურს, ჩვენი ფიქრები და ძალები მივმართოთ სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად და უკეთესი ამბების იმედით დაველოდოთ ერთმანეთთან შეხვედრას შემდეგ ღონისძიებებზე.Black Sea Arena-ს გუნდი.
კახეთში პენსიონერი დააყაჩაღეს – წაღებულია 7000 ლარამდე ნაღდი ფული და ოქროული
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვანთაში პენსიონერი დააყაჩაღეს. 70 წლამდე ქალის სახლში რამდენიმე შეიარაღებული ნიღბიანი შეიჭრა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ნიღბიანებმა ქალი დააბეს და იძულების წესით ათქმევინეს, სად ინახავდა ფულს და ძვირფასეულობას. შედეგად მათ...










