დილიდან, რაჭაში, სტიქიის ზონაში ჩარჩენილი 80 ადამიანი, მათ შორის ბავშვები, ვერტმფრენებით გამოიყვანეს. უსაფრთხო ადგილას გამოყვანილებს შორის ერთი თვეების ჩვილიც არის.
სამაშველო ღონისძიება შოვში აქტიურად დილიდან განახლდა და ამ წუთებშიც გრძელდება. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რაჭაში, სტიქიის ზონაში გაემგზავრა.
„კონტაქტი არ არის, [ვეძებ] შვილს და სამ შვილიშვილს. არაფერი კონტაქტი…ცოცხლები არინა, მკვდრები, არ ვიცით არაფერი. ორი კვირით წავიდნენ. ველით ვერტმფრენს, ორი ჩამოფრინდა არაფერია ჯერ”, – ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე.
მეუღლესა და სამ შვილს ეძება მამა. ასევე ვრცელდება მანქანის მონაცემები, რომლითაც სამი გოგო გადაადგილდებოდა, მაგრამ ოჯახი ვერ უკავშირდება.










