ოკუპირებულ გალში გაუჩინარებული ნათია ბახტაძის მკვლელობა ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო პროკურატურამ დაადასტურა.
მკვლელობა ბახტაძის გაუჩინარების საქმეზე დაკავებულმა აინურ წუშბამ აღიარა. მისი თქმით, მან ცხედარი რეჩხის წყალსაცავში გადააგდო.
ცხედარი ჯერჯერობით არ უპოვიათ,. რეჩხის წყალსაცავში სამძებრი-სამუშაოები მიმდინარეობს.
ნათია ბახტაძის გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია 31 ივლისს გავრცელდა.
ნათია ბახტაძის მკვლელობაში შესახებ სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ლაშა ბერულავა წერს:
პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
“მოკლედ, საშინელი ტრაგედია და ცოდვის ტირილია გალში:
ამ აინარ ცვიჟბას მამა გალის ფქვილის ბიზნესის მაგნატია, გუშინ მიიყვანა თავისი შვილი მილიციაში და ადვოკატთან ერთად ათქმევინა, რომ ბახტაძის ცოლად მოყვანა უნდოდა და მაგიტომ გაიტაცა, მერე კი გაექცა და არ იცის, სად წავიდა, მაგრამ საბედნიეროდ და მოულოდნელად, ვიღაცეებმა ზემოთ, პრინციპულობა გამოიჩინეს და ცვიჟბას ხელი ვერ დააფარეს – მივიღეთ საშინელი აღიარება.” – წერს სოციოალურ ქსელში ჟურნალისტი ლაშა ბერულავა.










