თურქეთში მომხდარ ავარიას ქართველი ემიგრანტი ემსხვერპლა. გარდაცვლილი 37 წლის სოფო ცომაიაა.
გარდაცვლილი ქალის ნათესავის თქმით, სოფო მეუღლესთან ერთად თურქეთში წლების განმავლობაში ცხოვრობდა და მუშობდა. გასულ წელს კი ოჯახი სამუშაოდ საბერძნეთში გადავიდა.
შოთო სიხარულიძე ემიგრანტების იმედი სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს და შემზარავი ფაქტის შესახებ წერს:
„იზმირში ტრაგედია დატრიალდა. ემიგრანტს ტრაილერი შეეჯახა და ადგილზევე გარდაიცვალა თურქეთში. 37 წლის სოფო ცომაიას გლოვობს აბაშა. მოიხსენიეთ ახლადშესვენებული სოფო. კიდევ ერთი ახალგაზრდა ემიგრანტის თვალებში ჩამქრალი სიცოცხლე…
თითოეული გარდაცვლილი ემიგრანტი ჩვენი საერთო ტკივილია….ნათელი დაუმკვიდროს უფალმა… საქართველომ კიდევ ერთი ემიგრანტი შვილი დაკარგა… 14 წლიანი ემიგრაციიდან ასე უნდა ჩასულიყავი მშობლიურ აბაშაში?“,- წერს შოთო სიხარულიძე.










