127 წლის ასაკში მსოფლიოში ყველაზე ხანდაზმული ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
ბრაზილიელი ხოსე პაულინო გომესი, ქორწინების მოწმობაში მითითებული ინფორმაციის მიხედვით, 1895 წელს დაიბადა და 4 აგვისტოს 128 წლის გახდებოდა. კაცი ცხოველების მომთვინიერებელი იყო და “ცოტა დალევა” სიცოცხლის ბოლომდე უყვარდა.










