დღეიდან, 1-ლი აგვისტოდან კლინიკების შემოწმების გამკაცრებული წესები ძალაში შედის.
ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ახალი კანონმდებლობით, რეგულირების სააგენტოს პაციენტის საჩივარზე დაუყოვნებელი რეაგირების შესაძლებლობა ექნება. კერძოდ, საჩივრის დაფიქსირებისთანავე, რეგულირების სააგენტოს უფლება ექნება გაუფრთხილებლად, დღე-ღამის ნებისმიერ დროს შევიდეს სამედიცინო დაწესებულებასა თუ ფარმაცევტულ საბითუმო სადისტრიბუციო და მწარმოებელ კომპანიებში, თუმცა ამის შესახებ პარალელურ რეჟიმში სასამართლოს უნდა აცნობოს.
გარდა ამისა, განახლებული კანონმდებლობით, მაკონტროლებელს ეძლევა უფლება, სამედიცინო დაწესებულება გეგმიური შემოწმების ფარგლებში წელიწადში 1-ის ნაცვლად 3-ჯერ შეამოწმოს.










