უკვე 9 წელია სოფიო ბიბილაშვილი ერთადერთ შვილს ეძებს. 17 წლის მოზარდის კვალი 2014 წლის ლომისობის დღესასწაულიდან დაიკარგა და მის შესახებ ოჯახმა ამ დრომდე ვერაფერი გაარკვია.
,,გამარჯობათ მეგობრებო გისურვებთ წარმატებებ .კიდევ მინდა დავწერო ჩემი სულის ტანჯვა განადგურება მე დედა ვარ შვილის გარეშე ???ერთადერთი შვილი 17 წლის ქვემო მლეთაში ლომისობას ექსკურსიაზე დამიკარგეს გთხოვთ და მუხმოდრეკილი გევედრებით იქნებ ვინმეს გეცნოთ ეს ბავშვი მას მარცხენა ხელზე ტატუ აქვს ინგლისურად mxolod gmerti აწერია დამეხმარეთ მაპოვნინეთ ჩემი ერთადერთი გემუდარებით ნუ წამიყვანთ იმ ქვეყნად ასე გამწარებულს განადგურებულს???” – წერს სოციალურ ქსელში.
17 წლის გურამი 2014 წელს ქვემო მლეთაში ლომისობას ექსკურსიაზე წავიდა და დაიკარგა.
მოწმეების თქმით, ბოლოს გურამ დადიანიძე შუაღამისას ქვაზე ჩამომჯდარი ნახეს. დედა ამტკიცებს, რომ მოზარდს სიბნელის შიში ჰქონდა და მისი შვილი არ განმარტოვდებოდა.
უპასუხო კითხვებმა შვილის ძიებაში ქვეყნის ყველა მონასტერი და ფსიქიატრიული დაწესებულება შემოატარა. იმის იმედით, რომ მისი ერთადერთი ვაჟი იქნებ ცოცხალი იყო, დედა ყველგან ეძებდა.
ბევრი ფიქრისა და ძიების შემდეგ კი ერთ დასკვნამდე მივიდა. სოფოს ეჭვი აქვს, რომ მოზარდი იმ საბედისწერო ღამეს ჩამოწოლილმა მეწყერმა მოიყოლა. ის ამ დრომდე ითხოვს დამეწყრილი ადგილის გასუფთავებას, მაგრამ სხვადასხვა მიზეზების გამო უარს ეუბნებიან.










