“რუსეთი ოკუპანტია”, “სოლიდარობა უკანონოდ დაჭერილ აქტივისტებს”- ამ ლოზუნგებით ქუთაისში აქცია გაიმართა.
სამოქალაქო აქტივისტები, რიგითი მოქალაქეები და პოლიტიკური პარტიის წევრები ცენტრალურ მოედანზე საქართველოს, უკრაინისა და ევროკავშირის დროშებით შეიკრიბნენ.
აქციის მონაწილეები ბათუმში დაკავებულებს, რომლებიც საკრუიზო ლაინერით საქართველოში რუსეთის მოქალაქეების ჩამოყვანას აპროტესტებდნენ, სოლიდარობა გამოუცხადეს.
აქციის მონაწილეები აღნიშნავენ რომ სანამ საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის ტანკი დგას რუსეთი არის მტერი და ვერასდროს იქნება სტუმარი.
ცნობისთვის, ბათუმის პორტში სოჭიდან წამოსულ საკრუიზო ლაინერ “ასტორია გრანდეს” საპროტესტო აქციით დახვდნენ. პორტთან აქციას მართავენ რიგითი მოქალაქეები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები. მოქალაქეებმა შეკრება გვიან ღამით დაიწყეს. ადგილზე დიდი რაოდენობით პოლიციელია იყო მობილიზებული და მოწყობილი ოყო რკინის ჯებირები. აქციაზე 25-მდ პირი დააკავეს, მათ შორის ქუთაისელი აქტივისტი გიო გველესიანი.










