LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ვინმეს სერიოზულად სჯერა, რომ ლაინერის შემოსვლისას პატრიოტი მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტი გახდება აგრესიის მიზეზი? – გიგა ბოკერია

ვინმეს სერიოზულად სჯერა, რომ ლაინერის შემოსვლისას პატრიოტი მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტი გახდება აგრესიის მიზეზი? – გიგა ბოკერია

დაპოსტა 2023/07/31-ში
A A
20
ნახვა
გაზიარება

ვინმეს სერიოზულად სჯერა, რომ ლაინერის შემოსვლისას პატრიოტი მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტი გახდება [რუსეთის] აგრესიის მიზეზი? რა სისულელეა! – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგა ბოკერიამ „რადიო პალიტრის“ გადაცემაში „შუადღის სტუდია“ განაცხადა.

აღნიშნულით ის, იმ მოქალაქეების პროტესტს გამოეხმაურა, რომლებიც ბათუმის პორტში სოჭიდან წამოსულ საკრუიზო ლაინერ “ასტორია გრანდესს” დახვდნენ. ბოკერია პროტესტის მონაწილეებს მადლობას უხდის.

„ეს საქართველოს მოქალაქეების მხრიდან ბუნებრივი პროტესტია იმ სამარცხვინო ამბის მიმართ, რაც ჩვენი დღევანდელი ხელისუფლების, სამწუხაროდ, ივანიშვილის რეჟიმის პასუხისმგებლობაა. პრობლემის მთავარი ამბავი ერთი გემი კი არ არის, ეს გამოვლინება და შედეგია იმ პოლიტიკისა, რასაც ეს რეჟიმი ატარებს, ამიტომ პროტესტი ბუნებრივია და მადლობა ეკუთვნის ყველა იმ მოქალაქეს, ვინც ეს პროტესტი გამოხატა. ამავე დროს, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მთავარი ფოკუსი ქვეყნის შიგნით ხელისუფლების შეცვლაზე უნდა გვქონდეს. ეს ამბავი, რომ ჩვენთან მტრული სახელმწიფოს მოქალაქეები შემოდიან, არამხოლოდ ტურისტები, არამედ დიდი რაოდენობით მიგრანტებიც, რომლებმაც დისკომფორტს – რუსეთში სანქციებს, ან ჯარში გაწვევას თავი აარიდეს, შემოდიან თან იმ ნიშნით, რომ ისინი პუტინის ოპონენტები არ არიან, პუტინის რეჟიმის მოწინააღმდეგეებს საზღვარზე ბლოკავენ, ამით ყველაზე უფრო ცუდი განაცხადი კეთდება ჩვენივე ხელისუფლების მხრიდან, რომ პუტინთან დაპირისპირებული პირების თავშესაფარი კი არ არის საქართველო, არამედ, პირიქით“, – განაცხადა ბოკერიამ.

ის ასევე გამოეხმაურა ბათუმის პორტში მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძის მიერ რამდენიმე დღის წინ გაკეთებულ განცხადებას, რომ ეს „უბრალოდ ქაჯობა“ იყო. ბოკერია მიიჩნევს, რომ ეს განცხადება „ღალატის გულის გულია“.

„კობახიძემ მარტო ქაჯობად კი არ შეაფასა ეს, მან თქვა, ასეთი ქმედებები, ასეთი ქაჯობა იყო 90-იანებში რუსეთის აგრესიის მიზეზიო, ეს ღალატის გულის გულია. ანუ მან სიტყვასიტყვით გაიმეორა „არგუმენტი“, რომელსაც საქართველოს წინააღმდეგ რუსული პროპაგანდა და მისი მოკავშირეები დასავლეთში იყენებდნენ დასავლეთის რეაქციის გასანეიტრალებლად. რუსეთის ბოლომდე დაცვა შეუძლებელი იყო, გზავნილი იყო ასეთი – რუსეთი კი ცუდია, მაგრამ საქართველოს, უკრაინის და ყველა მსხვერპლის ბრალია, რომ გააღიზიანეს. ამ არგუმენტით ხდებოდა რეაქციის განეიტრალება… ყველა, ვინც ჩვენს მოქალაქეებს ეუბნება, [რუსეთი] არ გავაღიზიანოთ და გადავრჩებითო, ატყუებს უსინდისოდ. ვინმეს სერიოზულად სჯერა, რომ ლაინერის შემოსვლისას პატრიოტი მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტი გახდება მიზეზი აგრესიის? რა სისულელეა! ეს არის უბრალოდ, ჩვენი, ნორმალური ადამიანისთვის დამახასიათებელ შიშზე და ემოციაზე თამაში კვლავ, ამ რეჟიმის მხრიდან, რადგან ეს ყველაფერი დადის მათ მთავარ, ცრუ, მცდარ, მოღალატეობრივ არგუმენტამდე, რომ ჩვენ მშვიდობის გარანტი ვართ რუსეთთან, იმიტომ რომ სწორად ჩავწექით და ამით გადავრჩებით, ჩვენი ხელისუფლება თუ შეიცვლება, მაშინ იქნება ომი და სისხლის ღვრა, ეს არის მთავარი სიცრუე და აქ უნდა ვამხილოთ. სინამდვილეში, რასაც ეს რეჟიმი აკეთებს, სწორედაც, რომ საფრთხეს გვიზრდის“, – განაცხადა ბოკერიამ.

გაზიარება8

დაკავშირებული -პოსტები

„დიპ-სტეიტის“ გეგმით, რუსი ტურისტი საქართველოში აღარ უნდა ჩამოვიდეს, მაგრამ არ უნდა დავუშვათ, რომ პოლიტიკური უთანხმოება ხალხთა შორის მტრობის საფუძველი გახდეს – ირაკლი კობახიძე

by მეგა TV
აგვისტო 12, 2026
0
” სადაც არის საბოტაჟის სავარაუდო ნიშნები, ყველგან საჭიროა გამოძიება” – ირაკლი კობახიძე
მთავარი

„დიპ-სტეიტის“ ახალი გეგმის თანახმად, მათმა ადგილობრივმა აგენტურამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ რუსი ტურისტი საქართველოში აღარ ჩამოვიდეს, რაც, საბოლოოდ, იმით უნდა დასრულდეს, რომ რუსეთის ხელისუფლებამ, საქართველოში თითქოსდა რუსოფობიული განწყობების გამო,...

დაწვრილებითDetails

იმერეთის 7 მუნიციპალიტეტი ფინანსური მხარდაჭერის მიზნით 21 700 000 ლარს მიიღებს

by მეგა TV
აგვისტო 12, 2026
0
რამდენი უძველესი სახლია იმერეთში
მთავარი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მუნიციპალიტეტების ფინანსური მხარდაჭერის მიზნით თანხის გამოყოფა დაევალა. ამის შესახებ საქართველოს მთავრობის №1755 განკარგულებიდან ირკვევა, რომელსაც ხელს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აწერს. დოკუმენტის თანახმად, ადგილობრივი ბიუჯეტების შემოსულობების გათვალისწინებით, ფინანსთა...

დაწვრილებითDetails

ფატალური საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების მაჩვენებლით საქართველო ბოლოდან მე-2 ადგილზეა ევროპისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის – მთავრობა

by მეგა TV
აგვისტო 12, 2026
0
მარნეულში ავარია მოხდა
მთავარი

მთავრობის ინფორმაციით, 2024 წელს საქართველოს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევებით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებელი (11.8 გარდაცვალების შემთხვევა 100 000 მოსახლეზე) დაახლოებით 2.7-ჯერ აღემატებოდა ევროკავშირის წევრი ქვეყნების საშუალო მაჩვენებელს, რომელიც შეადგენდა 4.5 გარდაცვალების შემთხვევას 100,000 მოსახლეზე....

დაწვრილებითDetails

ვიდეოკამერით დაფიქსირებულ სიჩქარის გადაჭარბებაზე, მძღოლებს მართვის მოწმობით მინიჭებული ქულები შეუმცირდებათ

by მეგა TV
აგვისტო 12, 2026
0
„ახალი შეზღუდვა“ – ცნობილია, ვინ დაჯარიმდება დარღვევის შემთხვევაში
მთავარი

რამდენადაც სიჩქარის გადაჭარბებასთან დაკავშირებით სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობისთვის მინიჭებულ ქულათა რაოდენობის შემცირება პრაქტიკაში ეფექტურად არ ხორციელდება, სიჩქარის გადაჭარბების პრევენციის და მდგრადი აღსრულების მექანიზმის შექმნის მიზნით, გაგრძელდება მუშაობა ვიდეოკამერების მიერ დაფიქსირებული სიჩქარის...

დაწვრილებითDetails

ვიღაცას აწყობდა, რომ ჭეშმარიტება არ დადგენილიყო – 12 წლის წინ გაუჩინარებული გურამ დადიანიძის ოჯახის ადვოკატი

by მეგა TV
აგვისტო 12, 2026
0
კახა, არ მიმატოვო, გეხვეწები – რა ვიდეო ვრცელდება გურამ დადიანიძის საქმეზე
მთავარი

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი იყო ვერ­სია, თით­ქოს, მე­წყე­რი ჩა­მოწ­ვა და მე­წყერ­მა მო­ი­ყო­ლა გუ­რამ და­დი­ა­ნი­ძე. რაც უფრო მე­ტად მივ­დი­ვართ წინ, აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ში მით უფრო მე­ტად გა­მო­ი­რი­ცხე­ბა ეს ვერ­სია,- ამის შე­სა­ხებ 12 წლის წინ, მლე­თა­ში...

დაწვრილებითDetails

აშშ-ში ქართველ კაპიტანს 10 თვით პატიმრობა მიუსაჯეს

by მეგა TV
აგვისტო 12, 2026
0
აშშ-ში ქართველ კაპიტანს 10 თვით პატიმრობა მიუსაჯეს
მთავარი

აშშ-ი სასამართლომ პატიმრობა და დეპორტაცია მიუსაჯა ქართველ კაპიტანს -  47 წლის ავთანდილ კალანდაძეს აშშ-ის სანაპირო დაცვისთვის თავს არიდებისა და ხომალდის გაჩერების შესახებ ბრძანების დაუმორჩილებლობას ედავებოდნენ. სასამართლომ ქართველ კაპიტანს 10 თვით პატიმრობა...

დაწვრილებითDetails

დემოკრატიული უკუსვლა საქართველოში და მკვეთრად გაუარესებული ადამიანის უფლებრივი მდგომარეობა – EU-ს ანგარიში

by მეგა TV
აგვისტო 12, 2026
0
“სასჯელი არაპროპორციული და პოლიტიკურად მოტივირებულია – მოვუწოდებთ ხელისუფლებას მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ”
მთავარი

დემოკრატიული უკუსვლა საქართველოში და მკვეთრად გაუარესებული ადამიანის უფლებრივი მდგომარეობა - ევროკავშირი მწვავე დასკვნას აქვეყნებს. 2025 წლის ყოველწლიურ ანგარიშში საქართველოს ცალკე თავი ეთმობა და მიმოხილულია ყველა მნიშვნელოვანი მოვლენა, რაც გასულ წელს...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში ფალიაშვილის ქუჩაზე მოძრაობა შეზღუდულია

by მეგა TV
აგვისტო 12, 2026
0
ქუთაისში ფალიაშვილის ქუჩაზე მოძრაობა შეზღუდულია
მთავარი

დღეს  ქუთაისში, ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ღონისძიებები ქუთაისის ცენტრალურ ბულვარსა და ფალიაშვილის ქუჩაზე გაიმართება. ღონისძიებების შეუფერხებლად განხორციელების, ასევე სცენის მონტაჟისა და დემონტაჟის მიზნით, 11 აგვისტოს 18:00 საათიდან 13 აგვისტოს 03:00...

დაწვრილებითDetails

ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღაებული მამაკაცი მაღაზიაში შეიჭრა და თანხას ითხოვდა

by მეგა TV
აგვისტო 12, 2026
0
მთავარი

გურჯაანის მუნიციპალიტეტში, შეიარაღებული მამაკაცი ქსელურ მაღაზია „ორ ნაბიჯში“ შეიჭრა. შემთხვევა სოფელ ბაკურციხეში მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, თავდამსხმელი ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით, თანამშრომლებისგან თანხას ითხოვდა. მაღაზიაში მყოფმა პირებმა პოლიციას შეატყობინეს. მამაკაცმა მაღაზიიდან თანხის...

დაწვრილებითDetails

მოეშვით ამ საზიზღრობების მოწევას – კლავს, კლავს!!!რითი ვერ გაიგეთ რომ, ეს მარიხუანა არ არის?! – ზურა სიხარულიძე

by მეგა TV
აგვისტო 12, 2026
0
ბათუმში ვარ, სიფხიზლის აშკარა დეფიციტია – რას წერს ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე
მთავარი

ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე მიმართვას ავრცელებს და აფრთხილებს საზოგდაოებას ნივთიერბასთან დაკავშირებით, რომელიც სინთეზური ნაერთებისა და სხვადასხვა ნარკოტიკული ნივთიერებების ნარევია. „მოეშვით ამ საზიზღრობების მოწევას - კლავს, კლავს!!!რითი ვერ გაიგეთ ამდენი ხნის განმავლობაში,...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"