ოკუპირებულ გალში მეოთხე დღეა 28 წლის ახალგაზრდა ქალს ეძებენ. იგი ნათია ბახტაძეა. ახალგაზრდა ქალის გაუჩინარების ინფორმაციას, სოციალურ ქსელში „გალ-ინფო” ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, გაუჩინარებული ქალი ოჯახის წევრებს, ბოლოს 28 ივლისს, დაახლოებით, 17 საათზე დაუკავშირდა.
ახლობლები დახმარებას ითხოვენ და ახალგაზრდა ქალის ფოტოს ავრცელებენ.










