საკრუიზო ლაინერმა Astoria Grande-მ ბათუმი შემდგომი რეისების მარშრუტიდან ამოიღო. მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, ლაინერი ბათუმის პორტში ყოველ 14 დღეში ერთხელ უნდა შემოსულიყო, თუმცა რეისების შესახებ საიტზე ბათუმის შესახებ ინფორმაცია აღარ იძებნება.
ცნობისთვის, საკრუიზო ლაინერს, რომელიც ბათუმში დილის 06:00 საათისთვის შევიდა, ისევ აქციებით დახვდნენ.
საპროტესტო აქციის მონაწილეებს ლაინერამდე მისასვლელი გზა გადაუკეტეს, რასაც სამართალდამცველებთან მათი სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. სავარაუდოდ, დაკავებულია ათამდე ადამიანი.










