LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
კომპლექსში აბანო და ხელოვნური ტბაც შედიოდა – გორდის არქიტექტურული საგანძური, რომელიც განადგურდა

კომპლექსში აბანო და ხელოვნური ტბაც შედიოდა – გორდის არქიტექტურული საგანძური, რომელიც განადგურდა

დაპოსტა 2023/07/30-ში
A A
201
ნახვა
გაზიარება

დადიანების გორდის დიდებული სასახლე 1840-იან წლებში აშენდა,საზაფხულო რეზიდენცია არქიტექტურულ საგანძურს წარმოადგენს, თუმცა დღეს მისგან მხოლოდ კარკასია შემორჩენილი, განადგურებულია ულამაზესი ბაღიც.

დადიანების, გორდის საზაფხულო რეზიდენციის შესახებ ჩანაწერს დადიანების სასახლე აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

,,დადიანების საზაფხულო რეზიდენცია, გორდის სასახლე, არქიტექტურულ საგანძურს წარმოადგენს. 1841 წელს სამეგრელოს საზღვარზე, იმერეთში, გორდის მახლობლად, რუსი არქიტექტორის, ლეონიდ ვასილიევის პროექტის მიხედვით, ორსართულიანი, ციხე – სიმაგრის მსგავსი ნაგებობის მშენებლობა დაიწყო. დასრულებული სახით შენობა სიგრძეში 40 მეტრსა და სიგანეში 20 მეტრს შეადგენდა. პირველ სართულს სვეტები და თაღები ჰყოფდა, ხოლო მეორე სართულზე დიდებული დარბაზი, მისაღები ოთახი, სალონი და ბიბლიოთეკა იყო განთავსებული.
დავით დადიანმა მოიწვია სახელგანთქმული აგრონომი და ლანდშაფტის არქიტექტექტორი, იოსებ ბაბინი (იტალიელი), რომელიც აგრეთვე ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის გაშენებას ხელმძღვანელობდა და რომელსაც გორდის სასახლის გარშემო ბაღების დაპროექტება დაევალა. სამუშაოები ბაბინმა დაიწყო და მოგვიანებით მშენებლობაზე პასუხისმგებლობა იტალიელმა მებაღემ, გაეტანო ზამბერლეტიმ გადაიბარა. 80 ჰექტარზე გადაჭიმულ ტერიტორიას ქვის კედელი ჰქონდა გარშემორტყმული, რომელშიც სამი დაცული ჭიშკარი იყო დატანებული. ამ კომპლექსში აბანო და ხელოვნური ტბაც შედიოდა.
მეცნიერი იონა მეუნარგია შემდეგნაირად აღწერს გორდის სასახლეს: ,, ალექსანდრე ჭავჭავაძის რჩევით იყო აშენებული არქიტექტორის, ვასილიევის პლანით, ძველად და ლევან V დადიანის დროსაც აქ უბრალო ოდა იდგა და მთავრები ამოდიოდნენ სანადიროდ. იმ ადგილას, სადაც ახლა სასახლეა აშენებული, ალექსანდრე ჭავჭავაძის თანდასწრებით გადახდილ იქნა პარაკლისი და საფუძველი დაედვა სასახლეს 1841 წელს. ამ სასახლეში ატარებდა ზაფხულს მთავარი სამეგრელოისა. ამ სასახლეში გარდაიცვალნენ: დედოფალი მართა, დავით დადიანი და დედოფალი ეკატერინე.
მარტვილის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ხელნაწერთა ფონდში დაცული მნიშვნელოვანი და საყურადღებო ხელნაწერი ,, სოფ. გორდის მცხოვრებ კაროლინა გაიტანის ასულ ზამბერლეტის მოგონებანი, ნიკო დადიანის ცხოვრებიდან“, სრულყოფილად აღწერს გორდის სასახლეს: (ანა ჩიქვანაია)
,, დადიანის საცხოვრებელ აგარაკად ითვლებოდა გორდის სასახლე, რომლის მთავარი შენობა იყო 3 სართულიანი, სულ ქონდა 60 ოთახი. მთავარი კორპუსის აღმოსავლეთით იყო ოთხი სახლი, ერთი იყო დედოფლის სახლი. პირველი სართული ძვირფასად იყო მორთული. ეკატერინე ჭავჭავაძის ასული ცხოვრობდა ამ შენობაში. ჰყავდა თავისი პირფარეშები. ჩემი პატარაობისას ხშირად შევსულვარ დედოფლის ოთახში, რომელსაც დავუსაჩუქრებივარ კანფეტებით და ვერცხლის ფულებით. ბავშვები ძალიან უყვარდა. მეორე შენობა იყო სამზარეულო სახლი, სადაც დედოფლისათვის საჭმელი კეთდებოდა. თვითონ დედოფალს ძალიან უყვარდა იქ შესვლა და მიხმარება მზარეულებზე. მესამე სახლი იყო სამრეცხაო. მეოთხე სახლში, ღამით ზოგიერთი მოსამსახურე ისვენებდა. მთავარი კორპუსის დასავლეთით იყო კიდევ ოთხი შენობა. შენობები იყო დანომრილი და მათ სასტუმრო სახლებს ეძახდნენ. პირველი შენობა შეღებილი იყო თეთრად, ჰქონდა ექვსი ოთახი, დაბლა პადვლით. ისვენებდა სტუმრად მოსული თავადაზნაურობა. მეორე შენობა შეღებილი იყო ყვითლად და ეძახდნენ ყვითელ სახლს. შენობა განსაკუთრებულ, ევროპულ ყაიდაზე იყო მორთული, სულ იყო რვაოთახიანი, ქვეშ პადვლით. ისვენებდნენ პრინცესები, გუბერნატორები და ინგლისიდან, ავსტრიიდან, პრუსიიდან, რუსეთიდან ჩამოსული სტუმრები. მესამე ექვსოთახიანი შენობა შეღებილი იყო წითლად, აქ ისვენებდნენ პრისტავები, ნაჩალნიკები და ასეთი სტუმრები. ამ სასტუმრო სახლების ლაქია იყო ლევან სულაბერიძე, სტუმარი ქალების მარინე სულაბერიძე. მეოთხე სახლი იყო სახაბაზო, პურის საცხობი. ხაბაზები იყვნენ ლეჩხუმელები. მთავრის პურს აცხობდა განსაკუთრებულად ერთი ხაბაზი, დანარჩენებისას სხვები. მთავარი კორპუსის ჩრდილოეთით იყო კიდევ სამი შენობა. ერთი იყო ოთხოთახიანი. სამ ოთახში ცხოვრობდნენ მოსამსახურეები, ერთ ოთახში მონადირე ძაღლები, თავისი მომვლელით,რომელსაც ერქვა პაპუნა ლეჩხუმელი. დანარჩენი ძაღლებისთვის იდგა ცალკე შენობა. მეორე სახლში ყავდათ ყველა სახის ფრინველი. იქვე ახლოს იყო ლამაზად გაკეთებული აუზი იხვებისა და ბატებისთვის. მესამე სახლი დიდი შენობა იყო, ბოსელი და საჯინიბო. ამ შენობის ცალკე ოთახში იყო საწყობი, ცხენების აღკაზმულობისა და ცხოვრობდა მეჯინიბე ბიჭინა ბობოხიძე.
დავით დადიანი ადრე გარდაიცვალა, ნიკო სამხედრო პირი იყო, ბატონყმობის გადავარდნის შემდეგ დედოფალი ეკატერინა თავისი შვილებით გადაუყვანიათ რუსეთში. ეკატერინე ჭავჭავაძის ასული იყო, მაღალი ტანსრული ქალი, რომელიც რამდენიმე ხანს დარჩენილა რუსეთში. შემდეგ ხელმწიფეს გაუთავისუფლებია და წასულა საზღვარგარეთ ნიკოსთან ერთად, სხვადასხვა ქვეყნების დასათვალიერებლად. ჩასულან იტალიაში. ძალიან მოსწონებიათ იტალიის კულტურა. იტალიის ქალაქ მილანში უთხოვიათ, ეშოვნათ ორი მებაღე საქართველოში წამოსაყვანად და მართლაც, სათანადო ხელშეკრულების საფუძველზე ჩამოუყვანიათ ორი მებაღე, მათგან ერთი იყო ჩემი მამა, გაიტან ზამბერლეტი. მეორე მებაღე ვერ შეგუებია საქართველოს და ექვსი თვის შემდეგ წასულა. მამაჩემს გაიტან ზამბერლეტს დაუწყია მუშაობა ბაღის განაშენიანებაზედ, როგორც ზუგდიდში, ისე გორდში. შეურთავს აქაური ცოლი მაკა ქობალიას ასული, რომელიც მსახურობდა გორდის სასახლეში დედოფალთან კაბის ჩამცმელად. რადგანაც იყო ტანად მაღალი და ლამაზი შეხედულების. ამავე დროს მუშაობდა მრეცხავი ქალების უფროსადაც. ჩემი მამა და დედა მუდმივ საცხოვრებლად დარჩნენ გორდში, მამა გაიტან ზამბერლეტი და დედა მაკა ქობალიას ასული. დასაფლავებული არიან გორდში.
დადიანებს გორდის სასახლეში რუსეთის ხელმწიფის შვილები, ნიკოლოზი და მიხეილი, თავისი მხლებლებით ესტუმრნენ, სტუმრების პატივსაცემად მთავარმა მთელი გორდის მცხოვრებლებით დიდი კამპანია გადაიხადა. გორდის სასახლეს ზაფხულობით, მაისიდან სექტემბრამდე, ესტუმრებოდა ქუთაისში მცხოვრები პრინც ნიკოლაი ოლდენბურგი თავისი ცოლ-შვილით და მოსამსახურეებით, თავისი შამპანსკებით, ამ ხანებში მუდამ დიდი მხიარულობა იყო. ( ჩიქვანაია, 2018, 20-21)
ეკატერინე ჭავჭავაძე – დადიანისას, შვილის ნიკოსა და მერი ადლერბერგისთვის ორდღიანი ქორწილი გადაუხდია გორდის სასახლეში, რაც ზღაპრული მომაჯადოებელი სანახაობის შთაბეჭდილებას ტოვებდა.
დადიანების სასახლეთა ისტორიულ – არქიტექტურული მუზეუმის გამოყენებითი ხელოვნების ფონდში დაცული ბროლ-ფაიფურის ძვირფასი ჭურჭლის სილამაზე და სიმრავლე, რომელიც ნიკოს კუთვნილებას წარმოადგენს და დამზადებულია ალექსანდრე II – საიმპერატორო სახელოსნოში, რუსეთში, გორდის სასახლისათვის, მხედრული წარწერით დამშვენებული ,, გორდი“ ,,ნმ“ ერთ-ერთი დამადასტურებელი ფაქტია, თუ როგორ მდიდრულად, უძვირფასესი და ულამაზესი ჭურჭლით იშლებოდა სუფრა დადიანების გორდის სასახლეში. (მ.ჭ)
ბოლშევიკური რევოლუციის დროს, სასახლე მთლიანად გაიძარცვა, მოგვიანებით სოფლის მოსახლეობამაც გააგრძელა ძარცვა, ერთიანად გაიზიდა კარ-ფანჯრები, ორნამენტირებული ხის სვეტები, სასახლეში დაცული იარაღები, ავეჯი, ბროლ-ფაიფური, ოქრო- ვერცხლი და ყველაფერი, რაც კი ღირებულებას წარმოადგენდა. სასახლისგან უსახურავო კარკასია შემორჩენილი.

გამოყენებითი ხელოვნების ფონდის მცველი
მზისადარ ჭაფანძე.”

გაზიარება80

დაკავშირებული -პოსტები

13 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
სექტემბერი 13, 2026
0
როგორ უნდა მომართოთ მარტის თვის დადებითი ენერგიები თქვენს სასიკეთოდ
მთავარი

ვერძი შეიძლება მოგიწიოს ვინმესთან მნიშვნელოვანი საუბარი ან პოზიციის დაფიქსირება. ემოციურად ნუ იჩქარებ, განსაკუთრებით საღამოს. კარიერულად კარგი დღეა კონკრეტული მოქმედებისთვის.   კურო კარგი დღეა პრაქტიკული საქმეების დასალაგებლად, გეგმების შესაცვლელად და ისეთი...

დაწვრილებითDetails

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

by მეგა TV
სექტემბერი 13, 2026
0
ჩინეთში მიწისძვრა მოხდა
მთავარი

საქართველოში მიწისძვრა მოხდა.   ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.   თბილისის დროით 00:10-ზე, ბიძგები ნინოწმინდაში, სოფელ სამებასთან დაფიქსირდა.   მიწისძვრის სიმძლავრემ 3 მაგნიტუდა შეადგინა.

დაწვრილებითDetails

13 სექტემბრის ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
სექტემბერი 13, 2026
0
სამი დღის განმავლობაში ტემპერატურა 16 გრადუსამდე მოიმატებს
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +16, +21°, დღისით +28, +33°; მთაში ღამით +12, +17°,...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში მერვე სართულიდან მამაკაცი გადმოვარდა

by მეგა TV
სექტემბერი 12, 2026
0
“მეზობლებს ხშირად ესმოდათ კივილისა და ბავშვის ტირილის ხმა…” – დააკავეს ქალი, რომელმაც 6 წლის შვილს თავი მოკვეთა (უცხოეთი)
მთავარი

ქუთაისში ბუხაიძის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის მერვე სართულიდან მამაკაცი გადმოვარდა. როგორც ,,მეგა ტვ"-ს წყარო უყვება მერვე სართულის აივანი ჩამოიშალა, სიმაღლიდან ვარდნის შედეგად მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. ადგილზე...

დაწვრილებითDetails

50 000 საპატიმრო გირაო შეუფარდეს ექიმს, რომელიც მოქალაქის ბებიისთვის გამოწერილი რეცეპტის გამო დააკავეს

by მეგა TV
სექტემბერი 12, 2026
0
50 000 საპატიმრო გირაო შეუფარდეს ექიმს, რომელიც მოქალაქის ბებიისთვის გამოწერილი რეცეპტის გამო დააკავეს
მთავარი

50 000 საპატიმრო გირაო შეუფარდეს ექიმს, რომელსაც ხელბორკილები მოქალაქის ბებიისთვის გამოწერილი რეცეპტის გამო დაადეს - გააწყვეტილება თელავის სასამართლოში სულ ცოტა ხნის წინ გამოაცხადდა.   მედიკოსი მაია კოხტაშვილი, დღეს სასამართლოზე ამბობდა...

დაწვრილებითDetails

გარდაიცვალა კომპოზიტორი მზია ჯინჭველაშვილი

by მეგა TV
სექტემბერი 12, 2026
0
გარდაიცვალა კომპოზიტორი მზია ჯინჭველაშვილი
მთავარი

მწუხარებით ვიუწყებით, რომ გარდაიცვალა კომპოზიტორი მზია ჯინჭველაშვილი - ინფორმაცას სოციალურ ქსელში მიშა შენგელია ავრცელებს. "ქალბატონი მზია იყო გამორჩეული ნიჭისა და ბუნების ადამიანი, რომლის შემოქმედებაც ჩვენი ქალაქის სიყვარულითა და პატივისცემით იყო გაჟღენთილი.იგი...

დაწვრილებითDetails

საქართველოში უცხო ქვეყნის 59 მოქალაქე დააკავეს

by მეგა TV
სექტემბერი 12, 2026
0
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 33 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
მთავარი

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 59 მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, დადგინდა, რომ დაკავებული პირები ქვეყანაში იმყოფებოდნენ „უცხოელთა და...

დაწვრილებითDetails

ბათუმში, ზღვაში ახალგაზრდა ქალის, კესო დეკანოსიძის ცხედრის პოვნის საქმეზე შსს განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
სექტემბერი 12, 2026
0
მე-8 კლასელი გოგონას მიერ ბავშვის გაჩენის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
მთავარი

ბათუმში, ზღვაში ახალგაზრდა ქალის, კესო დეკანოსიძის ცხედრის პოვნის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. უწყების განმარტებით, გამოძიებით დგინდება, რომ საქმე თვითმკვლელობას ეხება. შსს ვიდეო-მტკიცებულებასაც აქვეყნებს. „გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ დეტალური ინფორმაცია...

დაწვრილებითDetails

ძალიან გთხოვთ რა, ძალიან ცუდად ვარ – დაკავებული არასრულწლოვანის ოჯახის პირველი კომენტარი

by მეგა TV
სექტემბერი 12, 2026
0
ძალიან გთხოვთ რა, ძალიან ცუდად ვარ – დაკავებული არასრულწლოვანის ოჯახის პირველი კომენტარი
მთავარი

17 წლის მოზარდის მკვლელობა ხუდადოვზე - დაკავებული არასრულწლოვანის ოჯახი სასამართლოს მიერ აღკვეთის ღონიძიების სახით შეფარდებულ პატიმრობას ეთანხმება. დღეს,ს ხდომის შემდეგ ბრალდებულის ბებიას კითხვები მედიის წარმომადგენლებმა დაუსვეს. ქალმა საუბარი არ ისურვა,...

დაწვრილებითDetails

პროკურორი: მკვლელობის დროს არასრულწლოვანი 17 წლის ბიჭს მიმართავდა სიტყვებით – „მიიღე ის, რაც გინდოდა“

by მეგა TV
სექტემბერი 12, 2026
0
პროკურორი: მკვლელობის დროს არასრულწლოვანი 17 წლის ბიჭს მიმართავდა სიტყვებით – „მიიღე ის, რაც გინდოდა“
მთავარი

17 წლის დავით ნარიმანიძის მკვლელობის თვითმხილველია ბრალდებული არასრულწლოვანის მეგობარია - როგოროც საქმის პროკურორი, ქეთი სონიძე აცხადებს, სწორედ მან დაინახა, როგორ დაარტყა დანა დაკავებულმა გარდაცვლილს და უთხრა "მიიღე ის, რაც გინდოდაო"....

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"