დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორი თეა გოდოლაძე სოციალურ ქსელში სამშობიაროში მიტოვებული ჩვილის შესახებ წერს:
„ავიყვან! დღესვე წამოვიყვან უამრავი ადამიანია რიგში, უამრავ ადამიანს უნდა ჰყავდეს შვილი და არ ჰყავს. კარგად ვიცი რა არის ეს და როგორი ტკივილია, ვერ იყოლიო შვილი“ – წერს გოდოლაძე.
ცნობისთვის, პირველი სამედიცინო ცენტრის სამეანო განყოფილების ხელმძღვანელმა, დიანა ხონელიძემ დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვით, 3 დღის ჩვილი მარიამი, დედამ სამშობიაროში დატოვა…