დღეს, თბილისის ცენტრში სროლა იყო – ვაკეში, მზიურის მიმდებარე ტერიტორიაზე 38 წლის ბიზნესმენი, ტატო გურგენიძე დაჭრეს. მას ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლეს. ბიზნესმენს ტყვია ფეხში მოხვდა და საავადმყოფოშია გადაყვანილი. წინასწარი ინფორმაციით, მომხდარი ბიზნეს წილებზე მიმდინარე დავას უკავშირდება.
სპეციალური პენიტენციური სამსახური ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
სპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს მსჯავრდებულ ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატის ბრალდებას, თითქოს მისი დაცვის ქვეშ მყოფი პაემნის უფლებით ვერ სარგებლობს. საკითხის კომენტირებისას პენიტენციურ სამსახურში განმარტავენ, რომ დახურული ტიპის დაწესებულების (რომელშიც განთავსებულია...









