ხონში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მეზობელმა 63 წლის მამაკაცი მოკლა.
როგორც “მეგა ტვ”-ს შსს-ში განუცხადეს, სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. მამაკაცს ბრალი 108-ით არის დაკავებული, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული ათიდან თხუთმეტ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
შემთხვევა გუშინ საღამოს, 10 საათისთვისმ სოფელ გოჩაჯიხაიში მოხდა.
“ქუჩაში თხების გამო იჩხუბეს, გადავიდა დანა გადმოიტანა და გულში ჩაარტყა, ცოტა ფსიქიკური პრობლემები ქონდა.” – ამბობს “მეგა ტვ”-თან გარდაცვლილის ახლობელი.










