მოუწესირებელი სანიაღვრე სისტემა, სასმელი წყლის პრობლემა, კულტურის სახლის ამორტიზებული შენობა – გუმათის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობა მერიას პრობლემების გადაჭრისკენ მოუწოდეს.
მოქალაქეები დღეს ქუთაისის მერიის წარმომადგენლებს შეხვდნენ და მათ ტერიტორიაზე არსებული პრობლემები გააცნეს.
როგორც ადგილობრივები ამბობენ, გუმათში უკვე წლებია მწვავედ დგას სანიაღვრე სისტემის პრობლემა. მათი თქმით მოსახლეობა ყოველი წვიმის დრო იტბორება, ზიანდება საცხოვრებელი ფართები, ავეჯი, ტექნიკა და ფუჭდება სარდაფებში შენახულო პროდუქტები.
გუმათის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობა ასევე მოითხოვს სასმელი წყლის 24 საათიან რეჟიმზე გადასვლას, რადგან ადგილობრივეს წყალი დღემდე გრაფიკით, დღეში 4-8 საათი მიეწოდებათ.
მოსახლეობისთვის გადაუჭრელ პრობლემადაა ქცეული ცენტრში მდებარე კულტურის სახლი, რომელიც ავარიულ მდგომარეობაშია. მათი თქმით შენობაში შესვლა, სადაც ბიბლიოთეკაა განთავსებული ძალიან სახიფათოა, დაზიანებულია კედლები, ჭერი და არის ჩამონგრევის საფრთხე.
როგორც “მეგა ტვ”-ს გადამღებმა ჯგუფმა ადგილზე ნახა ბიბლიოთეკის საცავში დაზიანებულია ჭერი, კედლები, ჩამოდის წყალი და ანადგურებს წიგნებს. აქვე ჩამსხვრეულია მინები და აივანზე ამოუსლია ხე-მცენარეები.
გუმათის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობა ასევე მოითხოვს საკანალიზაციო სისტემის, გზების, ფასადებისა და სკვერების მოწყობა-მოწესრიგებას.
მოსახლეობასთან შესახვედრად ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები იყვნენ მისულები. ადგილობრივების პრობლემებს გაეცნო ქუთაისის ვიცე მერი დავით ერემეიშვილი და ინსფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის ხელმძღვანელი ანტონ ჩიხლაძე.
“ადგილობრივებმა დასვეს საკითხი სანიაღვრეებთან დაკავშირებით, იმიტომ რომ არის ამორტიზირებული რამდენიმე ნაწილი, ჩასატარებელია გაწმენდითი სამუშაოები, ამასთან ერთად საგზაო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოები გვაქვს ჩასატარებელი, რომლის პროექტიც გვაქვს. ეს არის ავალიანი ქუჩა და ონის ქუჩა. ორივეს პროექტი არსებობს, ახლა ჭირდება ტენდერის გამოცხადება რომ მოხდეს სრული რეაბილიტაცია. თავის თავად ამაში შევა განახლებული სანიაღვრე.” – განაცხადა ანტონ ჩიხლაძემ “მეგა ტვ”-თან საუბრისას.
გუმათის ადამინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას მერიის წარმომადგენლებს კიდევ ერთხელ 27 ივლისს შეხვედება.










