კასპი-იგოეთის გზაზე მომხდარ ავარიას სამი ადამიანი ემსხვერპლა. გიორგი წიკლაური, გიორგი ხუციშვილი და გიორგი ჯანჯალაშვილი.
ერთ-ერთმა გარდაცვლილმა, გიორგი ხუციშვილმა რამდენიმე საათით ადრე facebook გვერდზე მთავარი ფოტო შეცვალა, სადაც მას შავები აცვია.
„გიო რა მწარე ხარ ვაიმე…“ „ღმერთს მართლა კარგები მიჰყავს თავისთან, ნათელში იყოს შენი ლამაზი სული გიო ძალიან დამწყდა გული“,- წერენ კომენტარებში.
შემთხვევა 23 ივლისს მოხდა. როგორც ცნობილია, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა და მოძრაობა გარკვეული პერიოდით შეფერხებული იყო.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.










