LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
,,მაშინ ხარ ადამიანი, როდესაც ყოველთვის ფიქრობ, როგორი არჩევანი გააკეთო”-მეუფე იაკობი

,,მაშინ ხარ ადამიანი, როდესაც ყოველთვის ფიქრობ, როგორი არჩევანი გააკეთო”-მეუფე იაკობი

დაპოსტა 2023/07/24-ში
A A
96
ნახვა
გაზიარება

ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა  ქართული ჯარის მომავალᲘ ოფიცრები დალოცა, მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც წყალდიდობის შემდეგ მონასტრის ტერიტორიის გაწმენდა დალაგებაში მონაწილეობდა და ასევე,  დღევანდელ ვითარებაზე იქადაგა:

,,Ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა გაგახაროთ, სული წმინდის მადლით აგავსოთ.

მიხარია რომ ჩვენი სასიქადულო იუნკერები ჩვენს გენერალთან ერთად იმყოფებიან აქ. ღმერთმა დაგლოცით, ღმერთმა გაგაძლიეროთ და მშვიდობა მოგცეთ.მიხარია, რომ ახალგაზრდები ასეთ კარგ გზას ადგახართ.

ალბათ, დადგა დრო, არა მარტო სამხედროები,  არამედ ნებისმერი მუნდირის მატარებელნი დავაფასოთ ისე, როგორც იმსახურებენ.

იმიტომ, რომ თქვენ გამორჩეულად ღირსეული ადამიანები ბრძანდებით და ღირსეულ საქმეს ემსახურებით. ღმერთმა ძლიერება მოგცეთ, ჯანმრთელობა მოგცეთ, მგზნებარე გული და ცივი გონება.

მინდა კიდევ ერთხელ ვადიდოთ უფალი, მადლობა შევწიროთ ღმერთს. ჩემი სახელით, დედა თეოდორას სახელით და მთელი მონასტრის სახელით, მადლობა შევწიროთ ყველა იმ ადამიანს, ვინც იმ მოვლენების, ბუნებრივი კატაკლიზმების  შემდეგ, მხარში დაუდგა უფალს, ვინც დედა ნინოს დაძახებულზე მონასტრის დედების დასახმარებლად მოვიდა.

ეს  იმით არის სასიხარულო, რომ ფიზიკური საქმე ხომ გაკეთდა, საქმე ვის არ გაუკეთებია, მაგრამ მერწმუნეთ, რომ იმაზე მეტი გააკეთეს, რაც შეეძლოთ. ვისაც ჯარის გამოცდილება არ აქვს, აი რომ არ შეგიძლია და  გაკეთებინებენ და გამოიმუშავებ, რაღაც ხასიათის სიმტკიცეს, ისე იყო.

აღმოჩნდნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც საერთოდ არ იყვნენ ნაზიარები. იმარხულეს და 20 -ზე მეტი ადამიანი ეზიარა იქიდან, ვინც იშრომა. ერთი მოსანათლი იყო და მოინათლა და შემდეგ დედაომ და ჩვენ ერთად გადავწყვიტეთ, შევიკრიბეთ და რაღაც საოცარი დღე გამოვიდა.

ისეთი საოცარი დღე იყო, რომ ალბათ,  უნდა ნახო და მადლობას მიუძღვნი უფალს, რომ საქართველოში მოგავლინა, ჩვენი ქვეყნის მოქალაქე ხარ, ჩვენი ქვეყნის შვილი და ჩვენი იესო ქრისტეს ჯარისკაცი ხარ.

თქვენ, დიდი იუნკერების შთამომავლები ხართ. იცით რომ საქართველოს ისტორიაში რაოდენი დიდი როლი ითამაშეს, იბრძოლეს და თავიანთი დიდი საქმე შემოგვინახეს და როგორც ქრისტე ვერ დაამარცხეს , იმით რომ ჯვარს აცვეს და მოკლეს, როგორც მოციქულები, რომლებიც აწამეს და მოკლეს, ისევე, ჩვენი ჯარისკაცები ჩვენი ოფიცრები.

და სხვა, რომლებმაც ჩვენი ქვეყნისთვის იბრძოლეს, არასდროს დამარცხებულნი არ იქნებიან. ჩვენ ყოველთვის გამარჯვებულები ვიქნებით.

კიდევ ერთხელ მადლობა იმ ადამიანებს, ვინც მხარში დაგვიდგნენ. ღმერთი ადიდეთ და ღმერთმა გადიდოთ. წმინდა ნინოს შვილები ხართ და ის გამიხარდა თქვენგან, რომ უმეტესმა თქვენგანმა მომმართა, ერთი დღე დავაწესოთო,  როცა ასეთი დიდი სამუშაოები შესრულდება,  მინიმუმ ერთი Დღე მაინცო. შრომას სიხარულის გაგრძელებაც მოჰყვება აუცილებლად და დავაწესოთ ერთი დღე, რომელსაც შემდეგ ვიტყვით. ტრაპეზი კვირა დღეს ჯობია .

ისევ გვექნება ეს დიდი ერთობა. ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა გაგახაროთ. ყველა მაზიარებელს ვულოცავ.

მე ყოველთვის ვეხები იმას, რაც საჭირბოროტოა ჩვენთვის. რაც მომავალში წაგვადგება, იმიტომ რომ ჭირი და ბოროტება გადავლახოთ. გვერდი ავუაროთ , ჩვენთან არ მოვიყვანოთ. პირიქით, სასიკეთო საქმეები ვაკეთოთ.

რაც ჩვენ დამოუკიდებლები გავხდით. დამოუკიდებლობამდე ერთი ძალიან დიდი დღე იყო. მინდა ახალგაზრდებს ვუთხრა განსაკუთრებით. უფროს თაობას კარგად გვახსოვს 9 აპრილი, მიუხედავად იმისა, რა გვიᲥნა მაშინ საბჭოთა ჯარმა. ვინც ნიჩბები იხმარეს და ქალები დახოცეს.

ჩვენ ვიბრძოლეთ და ამიტომ ნაკლები მსხვერპლი იყო. მაგრამ მინდა ვთქვა რომ 9 აპრილის მერე იყო საოცარი რაღაცა. როდესაც იქიდან წავედით ზოგი  ტელევიზიასთან გაჩერდა. დიდი ნაწილი, ივერიას რომ გავცდით, ავედით უნივერსიტᲔტში და ძალიან კარგად მახსოვს, ეროვნული მოძრაობის მართლაც დიდი ლიდერები მერაბ კოსტავა, ზვიად გამსახურდია.

ჩემზე Ათას სისულელეს ლაპარაკობენ ხოლმე. უნდათ, ხან  მხედრიონელი მიწოდონ და ხან რა. მხედრიონელებს არ ვეხები, მაგრამ მე ყოველთვის ჩემი ქვეყნის შვილი ვიყავი და შვილად ვრჩები. ყოველთვის და იქ ვიდექი, სადაც ჩემი ხალხი იყო და იქ დავდგები დღესაც და შემდეგშიც, სადაც ჩემი ხალხი იქნება.

და მე მახსოვს იმათი განცდა და მერე, როცა დილით შეკრება დავიწყეთ,  როგორ გვიყვარდა ქართველებს ერთმანეთი. მასეთი სიყვარული ერის, მე მერე აღარ მინახავს.

მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა იმპერია დამარცხდა, არჩევნებში გავიმარჯვეთ. მინდა ახალგახრდობამ იცოდეს, რომ დაინახეს ეროვნული მოძრაობა მოვიდა ჩვენთან, ეროვნული მოძრაობის ორი ფრთა დააჯახეს ერთმანეთს.

ერთი მეორეს ეძახდა რუსს. აგენტებს ეძახდნენ ერთმანეთს და რა მივიღეთ მერე. მერე მივიღეთ ძმათა მკვლელი ომი თბილისის ომის სახელით ცნობილი და Დღევანდლამდე მოგვყვება ის იარა. არავის შენდობა არ უთქვამს ერთმანეთისთვის. არ გაგვიაზრებია ქართველებს.

ჩვენ იმ პერიოდიდან მოვდივართ, უნდა გავიხსენოთ სახელმწიფო როგორ ჩამოყალიბდა, თუნდაც როგორ გვიპყრობდნენ და როგორ ვიქცეოდით. ჩვენ თავისუფლება ტყვეობაშიც არ დაგვიკარგავს არასდროს. ყოველთვის ამაყები ვიყავით ჩვენი ღმერთით და იესო ქრისტე ყოველთვის გვიფარავდა.

დღესაც, როცა დამოუკიდებლები ვართ, თავისუფლები ვართ, ძალიან უნდა გავუფრთხილდეთ პირველ რიგში დამოუკიდებლობას იმ ხარისხში, რა ხარისხშიც შესაძლებელია და თავისუფლებას ბოლომდე საერთოდ, რომ თავისუფლება ღმერთისგან მონიჭებულია და ეს არ არის მარტო სიტყვის თავისუფლება და არც მარტო გამოხატვის უფლება.

ადამიანი თავისუფალი ხარ შენს არჩევანში და მაშინ ხარ ადამიანი, როდესაც ყოველთვის ფიქრობ, როგორი არჩევანი გააკეთო. აირჩიო კეთილი და დადგე ღმერთთან, თუ აირჩიო ბოროტი და დადგე ბოროტთან .

შემდეგ იყო, შევარდნაძე და ისე იყო, რომ ძალიან ბევრს არ მოეწონა, რომ საბჭოთა იმპერიის წარმომადგენელი იყო და მინდა იცოდეთ,  თვითონ ეგონა, რომ ჩამოვიდოდა, ამერიკაც და რუსეთიც მოუსმენდა.

აქ არიან ჩემთან, ახლა ვხედავ, შევარდნაძეს ვისთანაც უთქვამს, რომ არ მოელოდა, რაც დახვდა იმიტომ, რომ არც ამერიკელი უსმენდა და აღარც რუსი.

დამემოწმებიან აქ,  მაშინ რაც გააკეთა, ნავთობსადენი იყო.

რაღაც ისე წავიდა საქმე, რომ ქვეყანა აღარ ვითარდებოდა, ცვლილებების დრო დადგა. მართლაც მოხდა ცვლილებები, არა არჩევნებით, არამედ ვარდების რევოლუციად წოდებული.

არც ერთი რევოლუცია ღვთისაგან არ არის. პირველი რევოლუციონერი იყო სატანა. პირველი რევოლუცია მოახდინა და რაც დაემართათ ვიცით და როგორ ებრძვის კაცობრიობას ვიცით, ხომ?

ამიტომ ნებისმიერი რევოლუცია არ უნდა გვიხაროდეს, ჩვენ ევოლუცია უნდა გვიხაროდეს. ყოველთვის განვითარება, რომ პროგრესმა ისე არ გაგვასწროს,  სულიერება დაჩრდილოს.

იცით, ახლა უკრაინაში ომია და მინდა საქართველოს ისტორია გავიხსენოთ, ჩვენთანაც იყო ძმათამკვლელი ომი, მერე აფხაზეთის ომი და რა ხდებოდა, განუკითხაობა იყო ქვეყანაში, მხედრიონი, გვარდია, პოლიცია ყველა ერთნაირად აშავებდა. არ გეგონოთ მარტო მხედრიონი იყო. იარაღი ეჭირათ, ბევრი დაიჭრა და მკურნალობის მეთოდი რა იყო , ბევრი მორფი, ჯარისკაცებიც კი გაგვიმორფინისტეს, გვიანი იყო, როცა ვნახეთ, ჩვენც ისეთ ფორმაში არ ვიყავით.

კი არ ვამართლებ, მინდა იცოდეთ რა ხდებოდა. უკრაინაში რომ ომი  დასრულდება, ის ხალხი, ვინც იბრძვის უცბად დემოკრატიულ ფასეულობებს მოირგებს? სისხლმა მაინც თავისი იცის, რთულია და ამიტომ ჩვენც ფრთხილად უნდა ვიყოთ, იგივე არ განმეორდეს ჩვენთან , რაც იყო 90-იანებში.

შევარდნაძის შეცვლა მართლაც აუცილებელი გახდა, იმიტომ რომ მართლაც დაჭაობდა სიტუაცია, თუმცა ბევრი რამე გამოსწორდა. უკვე, არასწორი მოქმედებები არ იყო ხალხის მიმართ და  როგორც ვნახეთ, ერთ ერთი უმაღლესი პირი,  რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ივანოვი ჩამოვიდა და სამი ადამიანით ჩაანაცვლა შევარდნაძე. რუსეთმა დაგვისვა სამი ადამიანი, დასავლეთში შემდგომში უფრო მიღებული ჟვანია, სანამ მოკლავდნენ ჟვანიას ავტორიტეტი ჰქონდა, მე ამის თქმის არ მეშინია, ეხლა რაც არ უნდა თქვან, ყველამ იცის. მერე იყო შუქურა სააკაშვილი და იცით, როგორც დაამთავრა.

16 წელია ჩვენს სახელმწიფოს ებრძვის, მაგრამ მაინც არაფერი გამოუვიდა და არ გამოუვა, რაც არ უნდა გააკეთონ, რაც არ უნდა უცხოეთიდან შეგვიტიონ, ჩვენ არავის მივცემთ უფლებას, რომელი ქვეყნებიდანაც არ უნდა იყვნენ, თავიანთ ჭკუაზე ატარონ ჩვენი ერი.

ჩვენ ვიცით, მსოფლიო საზოგადოებასთან ერთად აუცილებელია თანაცხოვრება, მაგრამ ჩვენს ღირსებას არ შევალახინებთ არავის და არც ჩვენ არ შევეხებით სხვის ღირსებას.

2012 წელს აუცილებელი ცვლილებების პერიოდი დადგა.

არჩევნებშიც გაიმარჯვა ხალხმა, მაგრამ გახსოვთ, როგორი ძალადობა იყო, თუ არ წავიდოდნენ, სისხლიანი დაპირისპირება იქნებოდა და მათი მხარდამჭერი არავინ არ იყო.

კიდევ კარგი, ქართველებმა 90-იან წლებში ჭკუა ვისწავლეთ და ერთმანეთს იარაღით აღარ ვებრძვით. მადლობა ღმერთს ამისთვის , დიდება უფალს და მადლობა ღმერთს, რომ თუნდაც დიდი ტკივილის მერე, დიდი ტრაგედიის მერე , რომელიც დღემდე მოგვდევს, გაგვიხსნა გონება და ახლა, არ ვდგავართ Იმ არჩევანის წინაშე-ცუდი , თუ უარესი, დღეს არის არჩევანი- უბედურება, თუ წესიერი ცხოვრება, მშვიდობა, ცუდის არჩევა, თუ კარგისკენ სწრაფვა.

და შეხედეთ 2008 წელში რა ხდება: ჩვენმა გმირებმა მართლაც იბრძოლეს, რუსებიც კი გაოგნებულები დარჩნენ ჩვენების ბრძოლით. რამდენი ადამიანი იყო და რამდენი ხანი, ყველა გაწყდა და უკან არ დაუხევიათ.

ანწუხელიძე, გავიხსენოთ, როგორი ვაჟკაცი,  ეს ის ხალხი იყო , რომელიც კაპიტულაციაზე არასდროს ხელს არ მოაწერდა, მაგრამ სამწუხაროდ მე ვნახე, რომ რამოდენიმე დღეში ვიღაცამ კაპიტულაციაზე ხელი მოაწერა და ალბათ უნდა ამოვიღოთ და დავდოთ ის, მეექვსე მუხლში რაც ეწერა.

კარგად ესმის ყველას, რასაც ვამბობ. 5 -ს რომ გვეუბნებიან სინამᲓვილეში 6 იყო და სამწუხაროდ, როცა ვუყურე, რუსულ ენაზე იყო, რუსეთის ტელევიზია გადასცემდა მაშინ და ვნახე, როგორ მოაწერა იმ კაპიტულაციაზე ხელი.

დღეს რაც ხდება აფხაზეთში და რაც ხდება ცხინვალის რეგიონში, მე ხომ არც ომის დაწყებას ვაბრალებ ვინმეს, ყოველშემთხვევაში კაპიტულაციას არ უნდა მოაწერო ხელი , ჩემი აზრი ასეთია. და რა ხდება, 2008წ. ბუქარესტის სამიტია და საუბარი წავიდა ჩვენზე, რომ აუცილებლად გავხდებოდით ნატოს წევრები.

2008-შივე დაგვსაჯა რუსეთმა და დახმარება რა იყო. დახმარება ის იყო, რომ ჩვენი ძირძველი მიწა ჩვენი ძმები აფხაზების მხარე ჩამოგვაჭრეს ასევე, ჩვენი ძმები ცხინვალის რეგიონში მაცხოვრებელი ოსების მხარე ჩამოგვაჭრეს.

ქართველი არასოდეს არ შეეგუება მის დაკარგვას. ეს დაკარგული არ არის დროებით წართმეულია და წართმეულს დაბრუნება უნდა. ამიტომ ჩვენ უნდა ვიცხოვროთ ისე, რომ ვიყოთ ძლიერად. ახლა რა ხდება, მე მინდა მივმართო ევროკავშირს და ევროპარლამენტს, რას აკეთებთ, როგორ გვექცევით?

ჩვენთან კონსტიტუციაში ჩაიწერა, თუმცა, ვფიქრობ, არ უნდა ჩაეწერათ, ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანება. რისთვის იყენებთ ევროკავშირში გაწევრიანების იდეას? 2-ჯერ ლამის რევოლუცია მოგვიწყვეთ და რის გამო?

12 დავალებას რომ გვაძლევთ, თქვენი ბავშვები ვინ არიან? თუ დავალებას გვაძლევთ, დაგვაცადეთ და აღვასრულებთ. ვადებს რატომ გვიწესებთ?

შემოდგომაზე იმიტომ მიწესებ, რომ კიდევ რევოლუცია მომიხდინო? ეკლესია და ხალხი ძალიან ძლიერი ვართ. ჩვენ, 2012 წელს, პატრიარქი და პირადად მე 2-ჯერ შევხვდით ამერიკელებს, ერთხელ მათ ტერიტორიაზე, ერთხელ ჩვენთან მოვიდნენ. პატრიარქმაც და მეც ასეთი რამ ვუთხარით, არცერთ ლიდერს არ დაუჭიროთ მხარი, ქართველ ხალხს დაუჭირეთო.

დღეს, ქართველი ხალხი რას ითხოვს -მშვიდობიან ცხოვრებას, ეკონომიკის განვითარებას. ევროკავშირს მივმართავ, თუ ჩემი პარტნიორი ხარ, თუ არ მეხმარები, როგორც უკრაინას ეხმარება დღეს, ნახევარი მსოფლიო, ხელს მაინც ნუ მიშლი განვითარებაში, ეკონომიკის ზრდაში.

ის ომი მორჩება, მსოფლიოც გადანაწილდება და ჩვენ, აბსოლუტურად ყველასთან, ეს დასავლეთი იქნება თუ ავტორიტარული ქვეყანა, ყველასთან წესიერი ურთიერთობა გვჭირდება.

პატარა ქვეყანა ვართ, არავინ გვეხმარება- ჩვენმა ხალხმა უნდა იცოდეს სანამ ისრაელივით არ გავძლიერდებით არ დაგვაფასებენ.

არახამიაზე ვამბობ , ვინ ეკითხება უკრაინას, ჩვენს საქმეებში ასე რომ ერევა. სააკაშვილია საქართველო? იანუკოვიჩი რომ ჰყავდეთ დაჭერილი, ეტყვიან, იანუკოვიჩი გაუშვიო? აბა, ქართველ იანუკოვიჩზე რატომ გვეუბნებიან, გაუშვით თორემ ასე და ისეო. იქ არის ერთი იანუკოვიჩი და აქ მეორე. შეიძლება ამას უფრო მეტი დანაშაული აქვს, მას აღარ შეუძლია ქვეყანას რამე გაუფუჭოს.

ამას, სამწუხაროდ, თვითონ საჭმელს არ ჭამს, თავსაც არ იკლავს. იმდენს ჭამს, რომ მერე სამარცხვინოდ აჩვენოს, გეგონება ან ინდირა განდი იყოს, ან ნელსონ მანდელა

გუშინ კიდე სამარცხვინო რამ მოვისმინე, დავით აღმაშენებელი, ილია ჭავჭავაძე, მერაბ კოსტავა, ზვიად გამსახურდია და მიხეილ სააკაშვილიო. სირცხვილი და დაცინვაა, საფლავში ვატრიალებთ ყველას?

ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა გაგახაროთ და ნუ შეგვიშლით ხელს, როცა მზად ვიქნებით, მაშინ შევალთ იქ, სადაც საჭიროა, თუ არადა, რატო გვიბრაზდებით, რატომ გვაძალებთ რაღაცას, მოგვეცით საშუალება განვვითარდეთ და სადაც საჭირო იქნება იქ ვიდგებით, ჩვენი თავი ჩვენვე გვეყუდვნის.

წინა საუკუნე იყო, 20 იანი წლები, უყურებდნენ რუსეთს რას მოუწონებდა და დაგვიპყრეს, ახლა ზოგი რუსეთისკენ იყურება, ზოგი ბრიუსელისკენ, ზოგი ვაშინგტონისკენ, ზოგი პეკინისკენ. ვეღარ გაიგებ, არეულები არიან. ზოგი ანკარა, ზოგი თეირანი და ა,შ. და რა ხდება, თურმე იმათმა უნდა მოგიწონონ საქციელი.

შემოდგომა მოდის და ტყუილად ნუ მოემზადებით რაღაცისთვის. არახამიამ და იქაურმა მმართველობამ თავიანთ საქმეს მიხედონ. ომში გაიმარჯვეს და ეგ არის? თავიანთ საქმეს მიხედონ, ქართველები ჩვენს საქმეს მივხედავთ. მოიქცეს მიშა წესიერად, პატიება სთხოვოს იმ ხალხს, ვინც მასზე გამწარებულია. მისი გამოშვება ერს რომ უნდოდეს, ამდენი ხანი ვინ გააჩერებდა? ვიღაც რომ მეტყვის, ვიოლა იქნება, თუ ვინც არ უნდა იყოს, მაგის გამო ვინ გამოუშვებს? ისინი თუ ემზადებიან, ჩვენც მოვემზადებით. ჩვენს ახალგაზრდებს სწორ ორიენტირს ურევენ.

არავის დავანებებთ, რომ საქართველო ისევ ვიღაცების ხელში ჩავარდეს. რუსეთს უნდა, რომ საქართველო არ განვითარდეს. ევროპელებს მივმართავ, მაგ საქციელით რუსეთის გარდა, ვის ემსახურებით? ჩვენ თუ არ განვვითარდით და იქეთ არ წამოვედით, ან რომელია, ჩვენზე განათლებული?

ახალგაზრდების მიკვირს, ნაცმოძრაობაში რომ შედიან. იმ რეჟიმის მსხვერპლი რომ იყო, არიან და იყვნენ გასაგებია, მაგრამ ახალგაზრდებს რა უნდათ იქ?

მშვენიერი ოპოზიციური ფლანგებია, თუ ქვეყნის განვითარება მართლა გინდათ ოპონირება გაუკეთეთ. ახლა იმისთვის იბრძვით, რომ მეორე ადგილზე გახვიდეთ, იცოდეთ, რომ ქართველები ყოველთვის ვიბრძოდით და მზად ვართ. ყოველთვის,  დავიცავთ ჩვენი თავისუფლება და დამოუკიდებლობა. ეს კარგად დაიმახსოვროს ყველამ.

Ეს, კარგად დაიმახსოვროს ყველამ. იმიტომ რომ დღევანდელ მსოფლიოში არავინ ცხოვრობს ისე,  მისაბაძი იყოს. სასამართლოზე ჩვენსას რომ დასდევენ ნებისმიერ ქვეყანაში ვკითხოთ, კაცს სანამ არ გაასამართლებენ და სასამართლო არ შეეხება  შეიძლება თქვან ვენდობი.

მე მარტო ქართულზე არ ვამბობ, ზოგადად, ვამბობ.

აბა ამერიკა ავიღოთ. ტრამპის მომხრეებს რომ ვკითხოთ დღევანდელ სასამართლოს ენდობიან? გეტყვიან რომ არა. დემოკრატებს რომ ჰკითხო, იტყვიან რომ უფრო მკაცრად უნდა მოექცნენო. თუ გვასწავლით, ისე გვასწავლეთ ჯერ თქვენ ისწავლეთ, მერე ჩვენ გვასწავლეთ. ეს ეხება ევროპასაც და ყველას. შვედეთში რაც ხდება, არაადამიანი და სულელი ყველა ერს ყავს.

ზოგჯერ ოჯახებშიც არიან ხოლმე.ზოგი ბიბლიას დაწვავს, ზოგი ყურანს, ზოგი თორას დაწვავს. სახელმწიფომ არ უნდა დაუჭიროს მხარი. ჩვენთან სად არიან ის ოპოზიციონერები დროშის დაწვაზე ერთი ამბავი რომ აქვთ ატეხილი. Დროშა ნაჭერია და ის კიდე ქაღალდია, თუ რა?   იდიოტები არ დაილევა და სახელმწიფო არ უნდა იქცეოდეს ისე. რა უნდა მასწავლონ.

ჩვენი კულტურა, ქართველების კულტურა  არის არ ვეხებით, არც ვწვავთ და არ ვაგინებთ. არც ვცემთ და შენ რომ შენს კულტურაში მაგას მანახებ, ესე იგი ჩამომრჩები და ჩემგანაც ისწავლე რაღაც და მეც ვისწავლი შენგან, თუ სასწავლი იქნება.

Ღმერთმა დაგლოცოთ ღმერთმა გაგახაროთ.იხარეთ ორთავ სოფელსა შინა.

გაზიარება38

დაკავშირებული -პოსტები

სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმები მცირდება – სიახლე მძღოლებისთვის

by მეგა TV
ივნისი 19, 2026
0
„ჯარიმა 120 ლარიდან 3 000 ლარამდე“ – საყურადღებო ინფორმაცია მოქალაქეებისთვის
მთავარი

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას განცხადებით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები იგეგმება, რომელიც სიჩქარის გადაჭარბებისთვის დადგენილ ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას შეეხება. კირცხალიას თქმით, წარმოდგენილი ცვლილებების თანახმად, სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული და პროპორციული....

დაწვრილებითDetails

ერთ დღეში 1 გრამი “ბაჯაღლო” 13 ლარით გაიაფდა- რა ღირს ოქრო

by მეგა TV
ივნისი 19, 2026
0
რა ღირს ოქრო და ვერცხლი საქართველოში?
ეკონომიკა

მსოფლიოში ოქროს კვლავ გაიაფდა. თბილისის დროით 12:30 საათისთვის 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულება 4 174 დოლარი ღირს. დღიურ ჭრილში ძვირფასი ლითონის ფასი 1.21%-ით შემცირდა. რაც შეეხება ვერცხლს, ამ დროისთვის ერთი...

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი 20 ივნისისთვის

by მეგა TV
ივნისი 19, 2026
0
რა ეღირება დოლარი და ევრო 9 აგვისტოს?
ეკონომიკა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6505 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6505 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6527 ლარი იყო. შესაბამისად,...

დაწვრილებითDetails

“მოსამართლის თანაშემწემ დამირეკა და მითხრა, რომ ია დარახველიძის ნაწილშიც სასჯელი 3 წლიანი პატიმრობა კი არა, 5 წელია”- ადვოკატი

by მეგა TV
ივნისი 19, 2026
0
“მოსამართლის თანაშემწემ დამირეკა და მითხრა, რომ ია დარახველიძის ნაწილშიც სასჯელი 3 წლიანი პატიმრობა კი არა, 5 წელია”- ადვოკატი
მთავარი

ადვოკატ რევაზ აჭარაძის განმარტებით, მოსამართლე გიორგი გელაშვილს ია დარახველიძის ნაწილში სასჯელის ზომა, რომლის მიხედვითაც, მას 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, შეეშალა. როგორც აჭარაძე განმარტავს, მას მოსამართლის თანაშემწე დაუკავშირდა და უთხრა, რომ...

დაწვრილებითDetails

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულ ია დარახველიძეზე ქვეყნის მასშტაბით ძებნა გამოცხადდა

by მეგა TV
ივნისი 19, 2026
0
4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულ ია დარახველიძეზე ქვეყნის მასშტაბით ძებნა გამოცხადდა
მთავარი

4 ოქტომბერს, ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მსჯავრდებულ ია დარახველიძეზე ქვეყნის მასშტაბით ძებნა გამოცხადდა. ია დარახველიძე დღეს მის მიმართ გამამტყუნებელი გადაწყვეტილების გამოცხადებას არ დასწრებია, რის გამოც, განაჩენის აღსასრულებლად მასზე თავდაპირველად,...

დაწვრილებითDetails

4 ოქტომბრის საქმეზე, ექიმი, გიორგი ჩახუნაშვილი და კიდევ 6 პირი სასამართლომ დამნაშავედ ცნო

by მეგა TV
ივნისი 19, 2026
0
სასამართლო ირაკლი ღარიბაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დღეს იმსჯელებს
მთავარი

4 ოქტომბერს, ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებული ექიმი, გიორგი ჩახუნაშვილი და კიდევ 6 პირი - ია დარახველიძე, დავით ჟღენტი, კონსტანტინე კოკაია, კახაბერ მჟავანაძე, ზაქრო ალბუთაშვილი და დავით სტურუა სასამართლომ დამნაშავედ...

დაწვრილებითDetails

„მოსალოდნელია ნალექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება“ – სინოპტიკოსები მოსალოდნელი ამინდის შესახებ გვაფრთხილებენ

by მეგა TV
ივნისი 19, 2026
0
მოსალოდნელია სეტყვა და ხანმოკლე წვიმა – ამინდი საქართველოში
ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე 19 ივნისის დღის ბოლოდან 22 ივნისამდე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან – ძლიერი. სინოპტიკოსების პროგნოზით, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. „საქართველოს მდინარეებზე ნარჩუნდება...

დაწვრილებითDetails

ნიკეას ნაგავსაყრელის რეაბილიტაცია 4 თვე გაგრძელდება – რას აცხადებენ საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიაში

by მეგა TV
ივნისი 19, 2026
0
გვწამლავენ ცოცხლად, ფანჯრებს ვერ ვაღებთ – რა ვითარებაა ნიკეას ნაგავსაყრელზე და რას აცხადებენ ნარჩენების მართვის კომპანიაში
მთავარი

ქუთაისის ნიკეას დასახლებაში ისტორიული ნაგავსაყრელის რეაბილიტაცია ოთხი თვის განმავლობაში გაგრძელდება, ამის შესახევ "მეგა ტვ"-ს საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიაში განუცხადეს. მათივე ინფორმაციით, ამჟამად მიმდინარეობს სამუშაოების პირველი ეტაპი, რომელიც თვის ბოლოს...

დაწვრილებითDetails

“ძალიან ტკბილო და ძალიან მწარევ ლილეკუნა…” – გოგონა, რომელსაც მთელი საქართველო გულშემატკივრობდა, გარდაიცვალა

by მეგა TV
ივნისი 19, 2026
0
“ძალიან ტკბილო და ძალიან მწარევ ლილეკუნა…” – გოგონა, რომელსაც მთელი საქართველო გულშემატკივრობდა, გარდაიცვალა
მთავარი

სოციალურ ქსელში ტრაგიკული ამბავი გავრცელდა. გარდაიცვალა მოზარდი, რომელიც 13 ივნისს მდინარეში ჩავარდა და დინებამ გაიტაცა. მოზარდი წყლიდან უგონო მდგომარეობაში ამოიყვანეს. მისი მდგომარეობა კრიტიკული იყო. როგორც ოჯახის ახლობლები ამბობენ, გოგონა თურქეთში...

დაწვრილებითDetails

„მიწამ როგორ უნდა მიგიღოს, ჩემო ლამაზო, გოგო…“ – 21 წლის ბაიკერს ემშვიდობებიან

by მეგა TV
ივნისი 19, 2026
0
„მიწამ როგორ უნდა მიგიღოს, ჩემო ლამაზო, გოგო…“ – 21 წლის ბაიკერს ემშვიდობებიან
მთავარი

თბილისში, 21 წლის ბაიკერი ტრაგიკულად დაიღუპა. ელენე ექვთიმიშვილი ვარკეთილში მომხდარ ავარიას ემსხვერპლა. როგორც ირკვევა, გოგონა სოციალურ ქსელში აქტიური იყო და მას ბევრი გულშემატკივარი ჰყავდა. დაღუპულს ახლობლები ემშვიდობებიან. „რამხელა ტკივილი ხარ,...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"