სისხლიანი გარჩევა ვარკეთილში. ახლგაზრდა კაცმა მეგობარი დაჭრა და ადგილიდან მიიმალა.
დაჭრილი მამაკაცი ერთ-ერთ კლინიკაშია გადაყვანილი და მისი მდგომარეობა მძიმეა.
გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრას წინ მამაკაცებს შორის ურთიერთშელაპარაკება და ჩხუბი უძღოდა.
„კოშმარი მოხდა…სულ გაგვიქრა ღვთის შიში… საქართველოში ასეთი რამე რატო უნდა ხდებოდეს?… დაჭრილია მაგრამ მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება…“ – ამბობენ ადგილობრივები.
„პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ საქმეზე გამოძიება 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.










