კინოცენტრის მხარდაჭერით გადაღებული თინათინ ყაჯრიშვილის ფილმი „მოქალაქე წმინდანი პალიჩის კინოფესტივალის საუკეთესე ფილმის ნომინაციის გამარჯვებულია.
,,მეორე ფესტივალი და მეორე პრიზი ჩვენი ფილმისთვის ⭐️
ვულოცავ გადამღები ჯგუფის წევრებს და მსახიობებს ⭐️
“მოქალაქე წმინდანი” – საუკეთესე ფილმის ჯილდო პალიჩის კინოფესტივალზე ⭐️” – წერს სოციალურ ქსელში ლაშა ხალვაში.

„მოქალაქე წმინდანი“ თინათინ ყაჯრიშვილისა და ბასა ჯანიკაშვილის სცენარის მიხედვით შეიქმნა. ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ ლევან ბერიკაშვილი, გიორგი ბაბლუანი, მარი კიტია და გია ბურჯანაძე.










