ფულის გამოძალვა ე.წ. კანონიერი ქურდის შვილის სახელით – ჭიათურელი “გრიშიჩი” და “თეოფილიჩი” მცირე მეწარმეს 1000 დოლარის მიცემას აიძულებდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში დაზარალებულს, როგორც მინიმუმ ფიზიკურად გაუსწორდებოდნენ, იყო მკვლელობის მუქარაც.
“კურიერის” ინფორმაციით, შავი სამყაროს სახელით ფულის გამოძალვაში მთავარ როლს ე.წ. კანონიერი ქურდის გრიშა დარბაიძის ვაჟი ბესო დარბაიძე, იგივე “გრიშიჩი” ასრულებდა, მას დახმარებას უწევდა კრიმინალური ავტორიტეტის მერაბ ასანიძის დისშვილი მუხრან აბესაძე, იგივე “თეოფილიჩი” და კონსტანტინე კირკიტაძე.










