LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
უჩვეულო სამყარო ქუთაისის მიწისქვეშ, რომელიც საოცარ ტურისტულ ადგილად შეიძლება იქცეს

უჩვეულო სამყარო ქუთაისის მიწისქვეშ, რომელიც საოცარ ტურისტულ ადგილად შეიძლება იქცეს

დაპოსტა 2023/07/19-ში
A A
770
ნახვა
გაზიარება

ქუთაისის მიწისქვეშეთი საიდუმლოებებითაა მოცული, რომლის თანამედროვე გამოკვლევებმაც შესაძლოა დიდი ტურისტული ატრაქციის შექმნას შეუწყოს ხელი. ქალაქის ცენტრში,რიონის მარჯვენა მხარეს, წითელ და ჯაჭვის ხიდებს შორის, ბუნებრივი კარსტული გამოქვაბულია, რომელსაც ჯერ კიდევ 1956 წელს იკვლევდნენ.

სწორედ ამ გამოკვლევების შესახებ წერს ჟურნალისტი ნანული ცხვედიანი სოციალუ ქსელში.

“მეგა ტვ” პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

“ჩამომყევით მიწისქვეშ, სხვა ქუთაისს გაგაცნობთ!

აქ არც ბაგრატის ტაძარია, არც მწვანეყვავილა და ბულვარი. და მაინც, ეს ქუთაისია, წყვდიადსა და მოლოდინში ჩაძირული უცნობი ქუთაისი.

ცენტრში,რიონის მარჯვენა მხარეს, წითელ და ჯაჭვის ხიდებს შორის, ბუნებრივი კარსტული გამოქვაბულია.

უძველესი ხალხური თქმულებით, მერვე საუკუნეში თითქოს აქ აფარებდნენ თავს დავით და კონსტანტინე მხეიძეები. მურვან ყრუს მეომრებს არგვეთელი გმირების მომსახურე დედაბერი მაშინ შეუპყრიათ, როცა გვირაბიდან გამომდინარე წყაროზე რეცხავდა არაბების სისხლით გასვრილ მათ ტანსაცმელს. არაბმა დარაჯებმა აიძულეს დედაბერი, ეთქვა, თუ ვისი იყო სამოსი და ამით მიაგნეს მხეიძეების კვალს…

… მაგრამ მკვლევარებს ნაკლებ სარწმუნოდ მიაჩნდათ, რომ ეს კარსტული გამოქვაბული ადამიანთა ხანგრძლივ საცხოვრისად გამომდგარიყო. საკითხს სწავლობდა ცნობილი მხარეთმცოდნე, სათაფლიის დიდი მესვეური პეტრე ჭაბუკიანი, რომელმაც ამ ძებნის დროს წითელ ხიდთან, მდინარე რიონის ორივე ნაპირას, ძველი ქვის ხიდის ნაშთებს მიაკვლია.

1956 წლის დასაწყისში პეტრე ჭაბუკიანმა ამ ცნობილი გვირაბის მახლობლად, კერძო მოსახლის ეზოში, სრულიად უცხო კარსტული გვირაბიც აღმოაჩინა!

გვირაბის შესასვლელი მინაყარი ქვებით იყო დაფარული. შესასვლელის გაწმენდამ ცხადყო, რომ თავშესაფრად მისი გამოყენება შეიძლებოდა: კედლებს ხელოვნური დამუშავება ეტყობოდა და ჩანდა, რომ იგი, თავდაპირველად, ვიწრო კარსტული გვირაბი ყოფილა, შემდეგ კი გაუფართოებიათ.

ცხადია, საინტერესო იყო ორივე გვირაბის შესწავლა, რაც საკმაო სიძნელეებთან იქნებოდა დაკავშირებული – გვირაბები ხომ კარსტულ მოვლენათა რთულ კომპლექსს წარმოადგენდა…

1956 წლის 27 დეკემბერს ქართველ ალპინისტთა უფროსი თაობის წარმომადგენლები – ალიოშა (ატე) ნემსიწვერიძე, გივი ყალაბეგიშვილი და ფოტოჟურნალისტი ბონდო მაღლაფერიძე, სპეციალური მოწყობილობებით აღჭურვილები, პეტრე ჭაბუკიანის დახმარებით, ჩავიდნენ პირველ გამოქვაბულში. ისინი მაშინვე წააწყდნენ მიწისქვეშა ღელეს, იარეს 80-90 მეტრამდე მანძილი გვირაბში გამავალ წყალში, რომელიც პატარ-პატარა ტბებს ქმნიდა… ნახეს სტალაქტიტები და სტალაგმიტები – პატარა ზომისანი ( ალიოშა ნემსიწვერიძის ვარაუდით, მათ ზრდაში ხელს შეუშლიდა გვირაბში ჰაერის ცირკულაცია და წყლის რაოდენობის ცვალებადობა).

ამ გვირაბის ერთ-ერთ დარბაზში მათი ყურადღება მიიპყრო ვერტიკალურად აღმართულმა ბუხრისებურმა გვირაბმა. მკვლევარებმა თავამდე მისი აყოლა ვერ შეძლეს, რადგან ხელი შეუშალათ კედლის სისველემ. მაშინდელი ყაიდის ელექტროხელსაწყოს ძლიერმა შუქმაც კი ვერ მიაღწია ამ “ბუხრის” თავს.

კიდევ უფრო საინტერესო აღმოჩნდა მეორე, უცნობ გამოქვაბულში შესვლა. ალიოშა ნემსიწვერიძე იგონებდა:

“მას 14-15 მ სიგრძის ვიწრო შესასვლელი აქვს, რომელიც საკმაოდ ფართო, მაღალი და მშრალი დარბაზით მთავრდება. გვირაბს ხელოვნური გაფართოების კვალი ატყვია. გვეგონა, ამ დარბაზით მთავრდებოდა გვირაბი, მაგრამ ჩვენი ყურადღება წყლის ხმაურმა მიიპყრო. ცივი ჰაერის ნაკადიც გვცემდა. ელნათურის შუქზე, დარბაზის მარჯვენა კუთხეში ვიპოვეთ ვიწრო ხვრელი, რომელშიც ადამიანის ჩასვლა შეიძლებოდა. მალე ამ ხვრელით დიდ დარბაზში აღმოვჩნდით, რომლის ცოტა ქვემოთ წყალი მიედინებოდა. გავყევით დინებას. ზოგან გვირაბი ვიწროვდებოდა და ზოგან კი კარგა მოზრდილი იყო.. რამდენიმე დარბაზიც შეგვხვდა. გვირაბი ლაბირინთად არის განშტოებული, რომლის კედლებსა და განშტოებებში საუცხოო ფორმის ბუნებრივი ჩუქურთმები – სტალაქტიტური, სტალაგმიტური და ტრავერტინის შრეები ჩანდა.

200 მეტრამდე გავყევით წყლის დინებას, ბოლოს კი გვირაბი პატარ-პატარა გვირაბებად დაიყო და… წყალვარდნილს წავადექით. დავრწმუნდით რომ ეს გვირაბი იმ გვირაბის გაგრძელებას წარმოადგენს, რომელიც მდინარე რიონის ნაპირიდან იწყება…

ცხადი გახდა, რომ წყალი, რომელიც გვირაბში მოედინება, სათავეს არქიელის გორის დასავლეთით მდებარე, “თეთრამიწას” ძაბრებიდან იღებს. ამიტომ ჩვენთვის საინტერესო იყო, გაგვეგო, ამ გვირაბით შეიძლებოდა თუ არა ძაბრებამდე ასვლა. პირი ვიბრუნეთ და წყლის დინებას აღმა ავყევით. გავიარეთ რამდენიმე ვიწრო გასასვლელი და ვრცელი დარბაზი, ბოლოს კარგა მოზრდილ ტბას წავადექით, რომლის ზედაპირი გვირაბის ჭერს ეხებოდა. გასვლა მხოლოდ ტბაში ჩაყვინთვით შეიძლებოდა, მაგრამ შეუძლებელი იყო წყალში სინათლის გატანა, ამიტომ წინსვლა შეფერხდა. გვირაბის მთლიანი შესწავლა შესაძლებელია. საჭიროა მხოლოდ სათანადო აღჭურვილობა და წყლის დინების დონის დაკლება. გვირაბის სიგრძე, დაახლოებით, 2 კილომეტრი იქნება და გზადაგზა მრავალი ტბა და წყალვარდნილია მოსალოდნელი, რადგან გვირაბის სათავე რიონის დონიდან 180 მეტრის სიმაღლეზე იმყოფება.”

****************

ალიოშა ნემსიწვერიძეს მიაჩნდა, რომ კარსტული მოვლენები რომელიმე ქალაქში მანამდე არსად აღმოუჩენიათ, ეს პირველად ქუთაისში მოხდა. ცნობილი მთამსვლელი, სპელეოლოგი და პედაგოგი თვლიდა, რომ საჭიროა ამ ობიექტის ყოველმხრივი შესწავლა, შემდეგ კი – კეთილმოწყობა:

“ისე, რომ ყველას შეეძლოს მისი დათვალიერება . ქუთაისის კარსტული გვირაბი საინტერესო ობიექტად უნდა გადაიქცეს.”

თითქმის 57 წელი გავიდა ამ გაბედული იდეიდან.

მკვლევართა პირველმა თაობამ თავისი საქმე გააკეთა, თანამედროვე ტექნოლოგიების პირობებში კი, ალბათ, გაცილებით შორს წავალთ, თუ ქუთაისში მიწისქვეშა ტურიზმის განვითარებაზე იზრუნებს სახელმწიფო.

პეტრე ჭაბუკიანის, ალიოშა ნემსიწვერიძის, გივი ყალაბეგიშვილისა და ბონდო მაღლაფერიძის წვლილი კი დავიწყებას არ უნდა მიეცეს.

არ იოცნებებდით ქუთაისის ქვეშ, ამ უჩვეულო სამყაროში, მოგზაურობაზე?

ნანული ცხვედიანი

2013.ქუთაისი

სურათზე:ატე ნემსიწვერიძე კარსტში, ბუხრისებრ გვირაბში. 1956 წ. 27 დეკემბერი.ბონდო მაღლაფერიძის ფოტო.” – წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ნანული ცხვედიანი.

გაზიარება308

დაკავშირებული -პოსტები

“სააკაშვილი იძახის უარესი უნდა გვექნაო. წარმოგიდგენიათ, რომ არა ბიძინა და 2012 წელი, კიდევ რას მოიმოქმედებდნენ?” – გიორგი გამსახურდია

by მეგა TV
ნოემბერი 7, 2026
0
“სააკაშვილი იძახის უარესი უნდა გვექნაო. წარმოგიდგენიათ, რომ არა ბიძინა და 2012 წელი, კიდევ რას მოიმოქმედებდნენ?” – გიორგი გამსახურდია
მთავარი

ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ, შიზოიდი მიშა და მისი სექტა, მორიდებით საუბრობდნენ 7 ნოემბერზე, იმედის მხეცურ დარბევაზე, სანდრო გირგვლიანის თემაზე და აჩვენებდნენ ხალხს, ვითომ ნანობდნენ, - წერს გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში. მისი...

დაწვრილებითDetails

„საქონლის ხორცი დეკემბერში გაძვირდება “- „აგროქიზიყი“

by მეგა TV
ნოემბერი 7, 2026
0
ძროხისა და ქათმის ხორცი გაძვირდა -საქსტატი
მთავარი

საქართველოში საქონლის ხორცი ბოლო ერთი თვის განმავლობაში კიდევ გაძვირდა. როგორც „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას „აგროქიზიყის“ დამფუძნებელი ბექა გონაშვილი აცხადებს, პროდუქტზე ფასები საახალწლოდ კიდევ მოიმატებს. „ბოლო 3-4 კვირაა, რაც საქონლის ხორცი კიდევ გაძვირდა,...

დაწვრილებითDetails

სინოპტიკოსები მოსახლეობას ამინდის გაუარესების შესახებ აფრთხილებენ

by მეგა TV
ნოემბერი 7, 2026
0
თოვლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება -გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
ამინდი

სინოპტიკოსები მოსახლეობას ამინდის გაუარესების შესახებ აფრთხილებენ. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 7 ნოემბრის დღის მეორე ნახევრიდან 9 ნოემბრის დილამდე დასავლეთ საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე  მოსალოდნელია ნალექი, აჭარაში და გურიის რეგიონში დროგამოშვებით ძლიერი...

დაწვრილებითDetails

“სააკაშვილის უტიფრობა, ტყუილით გაჯერებული ნარატივი პირველად არ მოუსმენია ჩვენს საზოგადოებას” – დავით მათიკაშვილი

by მეგა TV
ნოემბერი 7, 2026
0
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ძალიან კარგად იცის, რომ წაგებულ მდგომარეობაშია და მთელი აქცენტი გადატანილია იმაზე, რომ არჩევნების შემდგომ, მოხდეს ყველაფრის კადრება იმისთვის, რომ სიტუაცია აირიოს-დავით მათიკაშვილი
მთავარი

დანაშაულებრივი მმართველობის გამართლების მორიგი მცდელობა - მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში ვრცელ განცხადებას ავრცელებს, სადაც 2007 წლის 7 ნოემბერზე საუბრობს. არცერთი სიტყვა კანონდარღვევაზე, კერძო ტელევიზიაში უკანონოდ შეჭრაზე, მშვიდობიანი აქციების დარბევაზე, ფუნდამენტური...

დაწვრილებითDetails

“გვაქვს მოლოდინები, რომ ეს პარაზიტები ერთხელ და სამუდამოდ აიკრძალებიან” – ირაკლი ჭეიშვილი 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელზე

by მეგა TV
ნოემბერი 7, 2026
0
“არ გამოვრიცხავ, რომ რაღაცები შეიმუშაონ, მაგრამ აბსოლუტურად ყველაფრისთვის მზად ვართ”- ირაკლი ჭეიშვილი
მთავარი

ორშაბათიდან საკონსტიტუციო სასამართლო კონსტიტუციური სარჩელის განხილვას გააგრძელებს. 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საქმეზე მსჯელობა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართება. მოსამართლეთა პლენუმი კითხვებს დაუსვამს მოპასუხე და მოსარჩელე მხარეებს. მმართველი პარტია "ნაციონალური მოძრაობის," "დროას," "ახალის,"...

დაწვრილებითDetails

ცეცხლოვანი თხის წელი 60 წელიწადში ერთხელ მეორდება – რას გვიმზადებს 2027 წელი

by მეგა TV
ნოემბერი 7, 2026
0
ცეცხლოვანი თხის წელი 60 წელიწადში ერთხელ მეორდება – რას გვიმზადებს 2027 წელი
მთავარი

2027 წელი აღმოსავლური კალენდრის მიხედვით თხის, უფრო ზუსტად კი ცეცხლოვანი თხის წელია. ჩინური ტრადიციის თანახმად, ეს სიმბოლო სიკეთესთან, სიმშვიდესთან, შემოქმედებითობასა და შინაგან ძალასთან ასოცირდება. მომდევნო თხის წელი კი 2027 წლის...

დაწვრილებითDetails

ლოცვა, რომელიც დღეს, დიმიტრის შაბათს უნდა წაიკითხოთ

by მეგა TV
ნოემბერი 7, 2026
0
ლოცვა, რომელიც დღეს, დიმიტრის შაბათს უნდა წაიკითხოთ
მთავარი

დიმიტრის შაბათი. მიცვალებულთა ხსენება. 7 ნოემბერი (25 ოქტომბერი ) ლოცვა გარდაცვლილი ქრისტიანისათვის მოიხსენე, უფალო ღმერთო ჩვენო, სავანეთა მათ საუკუნეთა რწმენითა და სასოებითა შენითა აღსრულებული მონაი (მხევალი) შენი (სახელი) და ვითარცა...

დაწვრილებითDetails

სპეციალური პენიტენციური სამსახური ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

by მეგა TV
ნოემბერი 7, 2026
0
მადლობა ღმერთს,  არ გვქონია ომი და ვახერხებთ ამ ოკუპაციის პირობებში შევინარჩუნოთ მშვიდობა- ირაკლი ღარიბაშვილი
მთავარი

სპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს მსჯავრდებულ ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატის ბრალდებას, თითქოს მისი დაცვის ქვეშ მყოფი პაემნის უფლებით ვერ სარგებლობს. საკითხის კომენტირებისას პენიტენციურ სამსახურში განმარტავენ, რომ დახურული ტიპის დაწესებულების (რომელშიც განთავსებულია...

დაწვრილებითDetails

„ეს ნივთები იწვევს სიმძიმეს და დეპრესიას…“ – გოგა მანიას გაფრთხილება

by მეგა TV
ნოემბერი 7, 2026
0
ვრცელდება გოგა მანიას ახალი წინასწარმეტყველება
მთავარი

ჩვენი სიმშვიდისა და ბედნიერებისთვის მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რა გვიქმნის სახლში უსიამოვნო გარემოს და გვართმევს დადებით განწყობას. გოგა მანია ასახელებს ნივთებს, რომელთა სახლში შენახვასაც არ არის კარგი. 10 ნივთი, რომელთა მოშორებაც სასურველია...

დაწვრილებითDetails

2027 წლიდან ხელფასები იზრდება! – ვის შეეხება ცვლილებები

by მეგა TV
ნოემბერი 7, 2026
0
გაიზარდა იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც  9 600 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს იღებდნენ – pmcg
მთავარი

საჯარო სკოლის კლასის დამრიგებლის დანამატი სექტემბრიდან უნდა გაორმაგდეს. ინფორმაცია ამის შესახებ 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის გადამუშავებულ ვერსიაშია მოცემული. საქართველოს მთავრობამ პარლამენტს წარუდგინა 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი მეორე მოსმენით განხილვისთვის. საქართველოს ფინანსთა...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"