ქუთაისის მერია რეზო ჩხეიძის სახლმუზეუმის შენობის რეაბილიტაციისათვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვოს დოკუმენტაციის შედგენისათვის ტედერს აცხადებს. NAT230014696
შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 22`000 ლარია.
შენობის რეაბილიტაციას უკვე წლებია ითხოვს შემოქმედებითი სახლის ,,ჯარისკაცის მამა” ხელმძღვანელი ინესა ავალიანი .
“თვითონ ბატონი რეზოს სურვილი იყო გადმოსულიყო აქ და გაეკეთებინა როგორც მუზეუმი, მაგრამ ეს მან უკვე ვეღარ მოასწრო. ყველაფერი მზადაა უკვე და ქალბატონი ინესა ავალიანის(რეზოს ნათესავის) მონდომებით და ქალაქის მხარდაჭერით. საუბარია, რომ აქ მოეწყოს კინოსკოლა და ჩატარდეს ფილმების ჩვენებები“,-განუცხადა ჟურნალისატებს 2015 წელს რეჟისორმა თორნიკე მარჯანიშვილმა, როდესაც ცნობილი კინორეჟისორის რეზო ჩხეიძის სახლზე მემორიალური დაფა გაიხსნა.










