“დღეს ჩემი ფანჯრების წინ 5 წლის ბიჭი დაიხრჩო აუზში, ჩაქვში – სასტუმრო დრიმლენდ ოაზისში….
– სასტუმროს, რომ თითოეულ აუზზე გამოყოფილი მაშველები ჰყოლოდა, რომლებიც გააკონტროლებდნენ აუზის ტერიტორიას
– სასტუმროს, რომ კვალიფიციური მედ პუნქტი ჰყოლოდა, რომელსაც ეცოდინებოდა ხელოვნური სუნთქვის სწორად გაკეთება
– სასწრაფო, რომ 30 წუთის დაგვიანებით არ მოსულიყო
– სასწრაფოს, რომ თან ჰქონოდა ინტუბაციის აპარატი და მხოლოდ ადრენალინი არ გაეკეთებინათ ბავშვისთვის
პატარა ბიჭი დღეს შეიძლება ისევ თავის დედასთან ერთად ყოფილიყო, რომლის განწირული კივილი მთელს ტერიტორიაზე ისმოდა..
ამ ყველაფრის პარალელურად აუზი, სადაც 5 წლის ბავშვი დაიხრჩო ერთი წამითაც არ დახურულა და დამსვენებლები არხეინად განაგრძნობენ ბანაობას…
რა გვჭირს?? ეს ყველაფერიც მთავრობას ხომ არ უნდა დავაბრალოთ?”-წერს მარიამ სურგულაძე.
როგორც “მეგა ტვ”-ს სასწრაფო გადაუდებელი დახმარების ცენტრში განუცხადეს, გამოძახებაზე ჯგუფი 12 წუთში მივიდა. უფრო კონკრეტულად, ზარი სასტუმრო “ოაზისის” ტერიტორიიდან გადაუდებელ ცენტრში 12:03 სთ-ზე შევიდა, ბრიგადა შემთხვევის ადგილისკენ 12:05 სთ-ზე გავიდა, მედიკოსთა ჯგუფი კი ადგილზე 12:17 საათზე იმყოფებოდა.
ტრაგედია ჩაქვში გუშინ, 18 ივლისს მოხდა, 5 წლის ბავშვი სასტუმროს აუზში დაიხრჩო. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.










