,,ვინაიდან და რადგანაც მე გავაკეთე საქანელების რეკლამა და ქვეყანაში ატყდა ამხელა ამბავი, სასწრაფოდ დავტოვე საქართველო, რადგან ვშიშობ სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს ჩემს საფუძვლიან დაცვას.
ეს წუთია თავი შევაფარე ესპანეთს” – წერა სოციალურ ქსელში დათო ლიკლიკაძე.
დღეს ერთ-ერთი კომპანიის საიბილეო ფასდაკლებამ საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება გამოიწვია. მაღაზიების ფილიალები ხალხით იყო გადავსებული. გავრცელებულმა კადრებმა სოციალური ქსელი დაიპყრო.










