მარტვილის კანიონის მახლობლად 17 წლის მოზარდი დაიხრჩო. შემთხვევა დღეს მოხდა. მოზარდის ცხედარი უკვე ნაპოვნია და ექსპერტიზაზეა გადასვენებული. დაღუპული მოზარდი სენაკიდანაა და ის გაჭედილას ჩანჩქერთან საბანაოდ იყო ჩასული. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ მოზარდი ტაიკვანდოს გუნდის წევრია.










