ქუთაისის ახალ #2 სამშობიარო სახლში, 30 წლის თეონა ლაღიძე მე-5 შვილის დედა გახდა. ახალშობილი და დედა თავს კარგად გრძნობენ. მრავალშვილიანი დედის თქმით, მშობლების სურვილია, რომ შვილებს ბევრი დედმამიშვილი ჰყავდეთ.
“მე-5 შვილი გავაჩინე ახალ #2 სამშობიარო სახლში, ექიმთან ნინო მეტონიძეთან. ძალიან კმაყოფილი ვარ მედპერსონალის ყურადღებით, დამოკიდებულებით, მზრუნველობით, დიდ მადლობას ვუხდი მთელ გუნდს,”- აღნიშნა თეონა ლაღიძემ.
ამავე კლინიკაში რამდენიმე დღის წინ, 37 წლის ქალი მე-7 შვილის დედა გახდა.










