ბოდბელი მთავარეპისკოპოსის მეუფე იაკობის ქადაგება პეტრე-პავლობის სადღესასწაულო წირვაზე:
,,ყველას გილოცავთ ამ ძალიან დიდ დღესასწაულს, მოციქულთა თავთა პეტრესი და პავლესი ხსენებას და განსაკუთრებულად მინდა მოგილოცოთ, პირველად ვინც ეზიარეთ. ღმერთმა დაგლოცოთ და მიხარია, რომ ცოტანი არა ხართ , ბევრნი ხართ ისინი, ვინც დღეს პირველად ეზიარეთ. სულიწმინდის მადლი შემოვიდა თქვენში და ამას გაუფრთხილდით. იმიტომ რომ ჩვენი მოციქულთა თავები განსაკუთრებულად იყვნენ აღვსილნი სულიწმინდის მადლით.
ჩვენ, ახლა, ადამიანებმა ვის უნდა მივბაძოთ, პავლე მოციქული რას გვეუბნება?- მბაძავდეთ მე ისევეო, როგორც მე ვბაძავდი ქრისტესო და შეხედეთ, როგორები იყვნენ ისინი, პეტრეც და პავლეც. პერტრეს თავიდანვე, რა უთხრა ქტისტემ, -შენ ხარ კლდეო და კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესია და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერევიან მასო. პეტრე მოციქული არის განსახიერება სრულყოფილი სარწმუნოების, ადამიანს რაც შეუძლია დაიტიოს, მან დაიტია.
პავლე მოციქული იყო სიყვარულით სავსე მოციქული და ორივე გვაძლევდა იმ ერთობას, რაც საჭიროა თითოეული ადამიანის ცხონებისათვის. ეს არის სრული სარწმუნოება და სრული სიყვარული, ანუ ზღვა სიყვარულისა.
ღმერთმა თითოეულ ჩვენთაგანს, ანუ თითოეულ ქართველს, საქართველოში მცხოვრებ თითოეულ ადამიანს შეაძლებინოს, რომ უფლისგან მივიღოთ ყოველივე ეს და დავიტიოთ ჩვენში. როცა ეს გაქვს ადამიანს, ბედნიერი ხარ და ის ტკივილები, რაც თითოეულმა მათგანმა გაიარა, სიტკბოება იყო მაგათთვის და პირიქით, უხაროდათ. ბევრი იტყვის რა უხაროდათო და ის უხაროდათ, რომ ხედავდნენ უფალს და ღვთის სიყვარულით ადამიანი ძალიან უყვარდათ და თავიანთი ცხოვრებით ჯვარი შექმნეს-სწრაფვა უფლისკენ, სწრაფვა მოყვასისკენ.
დღეს, ჩვენს კაცობრიობას ძალიან აკლია ეს და მადლობა რომ, რომ თქვენ როცა საჭიროა, ყოველთვის იქ ხართ, სადაც ღმერთი გიძახით, სადაც ჩვენი ქვეყანა გიძახით და მადლობა ღმერთს, რომ ამ არეულ მსოფლიოში დღეს ჩვენი საქართველო სხვებთან შედარებით მშვიდია, დამშვიდებულია და ის, თუ შიგნით, რაღაც პოლემიკაა და თუ ერთმანეთს ისე არ ველაპარაკებით ხოლმე, როგორც უნდა ველაპარაკოთ, აწი გვესწავლოს და ღმერთისგან მადლიერებით მიგვეღოს ის, რაც გვაქვს.
ყველას გისურვებთ, რომ უდიდესი სარწმუნოება გქონდეთ და უდიდესი სიყვარული გქოდეთ, როგორც ღმერთის, ისევე მოყვასის და ასევე, ჩვენი ქვეყნის საქარელოსი და მსოფლიოსაც ვუსურვოთ მშვიდობა.
იცით , ხოლმე რომ გამოვდივარ, რა თქმა უნდა დღესასწაულია და უნდა მოგილოცოთ და ასევე, ადამიანებს ხშირად არჩევანის გაკეთება გვიხდება და მე პირადად მინდა ჩემი აზრი მოგახსენოთ, რაც დღეს ხდება მსოფლიოში, ირგვლივ, ყველგან, უშუალოდ ჩემი აზრია, შეიძლება ბევრისთვის მიუღებელი იყოს, მაგრამ მე მინდა ჩემი შეხედულება პირველ რიგში ჩვენი ქვეყნის ახალგაზრდობას გავაცნო, ისინი ყველაფერს კრიტიკის თვალით უყურებენ და ძალიან კარგია, როცა ანალიზს აკეთებ, როცა კრიტიკულად უდგები რაღაცეებს და მე მინდა ჩვენი ახალგაზრდობა არავის მონა არ იყოს.
მინდა, რომ მოაზროვნე ახალგაზრდობა იყოს იმიტომ, რომ თუ დღევანდლამდე მოვიტანეთ საქართველო, როგორც შეგვეძლო, წინაპრებს მანამდე და ჩვენ, აწი მაგათი დრო მოდის, მაგათმა უნდა იცხოვრონ, მაგათი დრო მოდის ქვეყანაში და ამიტომ დაფიქრდნენ, ვიღაცამ ტყუილად არ დაუძახოს ისე, რომ სისულელე არ გააკეთებინოთ და იმის მაგივრად, რომ თავიანთი მომავალი კეთილად წარმართონ, რამე უბედურებაში არ გაყონ თავი და მომავალ თაობებსაც საშინელი დღე არ დაუტოვონ, ისე, როგორც ვთქვათ, წინა საუკუნეში იცით, რომ 70 წელი და მანამდეც რუსეთის /იმპერიაში/, როგორ ვცხოვრობდით ხომ.
მინდა შევეხო ერთ რაღაცას, ამდენი ხანია ვუყურებდი დღეის ჩათვლით, თუ საქართველოზე, როგორი წარმოდგენის არიან. აი, რას არ ამბობენ საქართველოზე, თუნდაც ხელისუფლებაზე, თუნდაც ჩვენს ქვეყანაზე, მაგრამ ერთი რამე ცხადია, რადგან ასე წუხან ევროკავშირიდან, ევროსაბჭოდან, ამერიკიდან, რუსეთიდან , თუ სხვადასხვა ქვეყნებიდან და ხშირად ვართ პროგრამაში, ასე ვთქვათ, ქართველები, ე. ი. როგორც სახელმწიფო ჩვენ უკვე შემდგარი სახელმწიფო ვართ, სხვა არი ძლიერი ვართ, ნაკლებად ძლიერი, რა გვჭირდება, რა არა, მაგრამ უკვე ისეთი ძალა ვართ, რომ წუხან ჩვენზე. ეს წუხილი შეიძლება სამართლიანი იყოს, შეიძლება უსამართლო.
ძალიან ბევრი ქვეყანაა, ყველას თავისი აზრი აქვს. ერთ-ერთი ქვეყნის პრეზიდენტმა დიდი შეურაცხყოფა მოგვაყენა პირდაპირ გეტყვით, უკრაინის დღევანდელ პრეზიდენტზე მაქვს საუბარი, რომელმაც ჩვენი ელჩი ფაქტიურად დაითხოვა უკრაინიდან, მანამდე აქედანაც ელჩი გაიწვია და მე მინდა, ჩემი შეხედულება გითხრათ მაგ თემაზე.
ის არის უკრაინის პრეზიდენტი და ის ცდილობს, რომ უკრაინა იყოს უფრო წარმატებული, უფრო ძლიერი, ომში შედარებით ნაკლები ძალა უტევდეს, რომ შანსი ჰქონდეს უფრო მეტის გაკეთების, ვიდრე შეუძლია. გადავხედე ჩვენთან, თუ რა რეაქცია გააკეთეს. რა თქმა უნდა, ხელისუფლების წარმომადგენლებმა სწორი შეფასებები გააკეთეს და მინდა კიდე ავღნიშნო, პოლიტიკოსების ის ნაწილი, რომელიც დღეს, ხელისუფლებაშია და მინდა ისინიც ავღნიშნო რომლებიც არ არიან ხელისუფლებაში და მოსვლა უნდათ.
ბევრმა გააკეთა სწორი დასკვნა, არ მოეწონათ, თუნდაც ერი რომ ომშია და ქვეყნის პრეზიდენტი ხარ, გევალება, რომ პირველ რიგში უნდა გქონდეს კაცობა , ძლიერი კაცობა, პატარა კაცი არ უნდა იყო და რა გინდა ხო, ჩვენი ქვეყნისგან, აკეთებ განცხადებას. პოროშენკოდან დაწყებული, 2015 წლიდან წაიყვანეს ჩვენები, მაიდანის შემდეგ, ყველა იქა ჰყავთ, დღესაც ბევრი ჰყავთ.
მიშაც მაგათმა წაიყვანეს, თვითონ წავიდა, ხო. ვინმე რამეს დავუშავებდით აქ რომ ყოფილიყო? არა მგონია ვინმეს რამე დაეშავებინა. წავიდა, მერე გამოგვიგზავნეს , ხო , ბანდეროლით გამოგვიგზავნეს, და მერე ვაიუშველებელი ატეხეს, თითქოს ადამიანზე ზრუნავენ, ხო? მე არ ვფიქრობ, რომ ადამიანზე ზრუნავენ. გეტყვით რატომ. მიდის ახლა უკრაინის ტერირორიაზე ომი, მაგ ომზეც ჩემს მოსაზრებას გეტყვით რა ხდება და დავფიქრდეთ მერე ჭეშმარიტების მარცვალი არის ამაში, თუ ვიტყუები და ცუდად ვხედავ ყველაფერს.
დადგნენ ჩვენთან და დაიჭირეს ზელენსკის მხარე. შენ თუ ქართველი ხარ და საქართველო გიყვარს , ვიღაცა თუნდაც ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტი, რომელიც არასწორად გექცევა, იმის მხარე დაიჭირო ვინ ხარ, ვინ ხარდა ღმერთის მოღალატე ხარ და ქვეყნის მოღალატე ხარ. ეს უნდა გააცნობიერო და ყველამ ბოდიში მოგვიხადოს, ზელენსკიმ არ უნდა მოგვიხადოს, იმას თავისი გაჭირვებია, ომი გრძელდება და გაგრძელდება. კონტრშეტევა რომ მიდის პასუხს თხოვენ, ხო? მართლა ხომ არ ჰგონია რომ ამერიკას იცავს, ან ევროპას იცავს, ან საქართველოს იცავს.
თავისი ომი აქვს რუსეთსა და მაგათ და რა ხდება, ამ ომსაც ვერ გააჩერებს, რომ გააჩეროს თავისთან ხალხი შეჭამს, რაზეა დამოკიდებული? უცხოეთი აწვდის ფულს, ხელფასები რომ გადაიხადოს, უცხოეთი აძლევს იარაღს, რომელიც ფრონტის ხაზზე პირდაპირ მიდის. ანუ ლოჯისტიკა ისე არის აწყობილი მზამზარეული მიაქვთ, ხო? ე.ი. შენ იცავ მსოფლიოს, თუ მსოფლიო გაძლევს საშუალებას დაუპირისპირდე.
და რას ემსახურება ეს ომი, რომელიმე უკრაინელი რომ გააჩერო იმას იტყვის რომ დემოკრატიისათვის იბრძვის? არ უნდა თავისუფლების დაკარგვა, არ უნდა დამოუკიდებლობის დაკარგვა და თითოეული უკრაინელი მაგისთვის იბრძვის. რა იცის ომში მყოფმა დემოკრატია რა არის, ომი როცა დაიწყო კორუფციაში საშინლად ჩაძირული ქვეყანა იყო.
დღეს, რა გამოსწორდა? თუ სასამართლო ჰქონდა სანაქებო, ან ოპოზიცია და ოპოზიციური ტელევიზიები ჰქონდა? ვინ უნდა დაიცვას, საკუთარი თავის დაცვის გარდა რა უნდა გააკეთოს? მძიმედ ვლაპარაკობ, მაგრამ გეტყვით რა ხდება, სანამ ამერიკა და რუსეთი არ გადაწყვეტენ, ომი უნდა დამთავრდეს იქ, იმდენი ხანი გაგრძელდება ომი, სანამ დასჭირდებათ.
სანამ რუსეთს ისე არ შეასუსტებენ და წავა მაქეთკენ, შვედეთი და ფინეთიც მიიღეს, ძალიან დიდი ნაბიჯი გადადგეს, უკრაინელებთან ასეთი ფრონტი აქვთ, საზღვარი აქვს ფინეთს, საზღვარი აქს შვედეთს და რუსეთს რათქმა უნდა მადა შეუმცირეს. დაფიქრებულხართ ამაზე? და ამერიკა მართლაც დიდი ქვეყანა რომ არის და დიადი, ნახეთ რა გააკეთა ამერიკამ. ომი გარდაუვალი რომ იყო, სათავისოდ, როგორ გამოიყენა.
გვაქვს ევროკავშირი, რომლისგანაც დიდი ბრიტანეთი გავიდა და არავის არ ახსოვს. ჩვენთან ორჯერ ლამის რევოლუცია მოაწყვეს , არ მოგვცეს კანდიდატის სტატუსი, ხო? ბრიტანეთი გავიდა და აბა ჰკითხეთ, რატომ გავიდა იქიდან? კანდიდატად რომ მიგვიღებენ რა უნდა გავაკეთოთ ვიცით? პლიუსი რა გვაქვს, მინუსი რა არის, ყველაფერი შეფასებული გვაქვს? ეხლა იმას არ ვამბობ, რომ ევროკავშირისაკენ სწრაფვა არ იყოს. როგორც ჩვენ მოგვექცა ზელენსკი, რამდენი ხანია უკრაინელები მასე ლაპარაკობენ ვიღაცეების მისამართით, ხან გერმანიის კანცლერს დაეტაკებიან , ხან ბაიდენს. ჭკუა ხომ უნდა გქონდეთ, ვის ტოტზეც ზიხარ, ვის ეტაკები და რას აკეთებ, ხო?
შვედეთი და ფინეთი მიიღეს, ევროკავშრი ამ ომში დებს ფულს, ეკონომიკა უკან-უკან მიდის, გერმანია ლოკომოტივი რომ იყო , ნახეთ როგორ მდგომარეობაშია, რუსეთსაც აუცილებლად მისცემენ იმდენ ფულს, რომ ომი არ შეწყვიტოს და ომი შეძლოს, და ხმას რომ ამოიღებს უკრაინა ხო, ადრე თუ გვიან გააჩერებენ, როცა აღარ დასჭირდებათ არჩევნებსაც ჩაატარებენ და ნახავთ, რა, გაქრება ზელესკი იმ ხაზიდან. ქართველები არ ვიმსახურებთ იმას, ვიღაცა ხო, მასე გვეპყრობოდეს, გინდა ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტი იყოს. რა გააკეთა ჩემთვის საქართველოსთვის, ცუდის გარდა რას მიკეთებს. რატომ გამოუშვა მიშა, ნუ გამოუშვებდა და ეყოლებოდათ იქ.
მოქალაქე: „ და თქვენ გამართლებულად მიაჩნიათ ასე რომ საუბრობთ, ეს არ არის პოლიტიკური ამბიონი?“
მეუფე იაკობი: ,,მე იმიტომ ვსაუბრობ, რომ ჩემმა ერმა იცოდეს ჩემი შეხედულებები“
მოქალაქე: იცით, როდის შევალთ ევროკავშირში? როცა ყველას სულში იქნება სულიწმინდა ანუ უფალი, სულიწმინდა და მზე, აი ამაზე უნდა ვისაუბროთ ჩვენ“
მეუფე იაკობი:
გეუბნებით, აი, შეხედეთ რა ხდება, ორჯერ ლამის რევოლუცია მოგვიწყვეს, მესამედ რას გვიპირებენ არ ვიცით. ამერიკამ ჭკვიანური რა გააკეთა, გაზარდა ნატოს ძალები, ნატომ მთელი იარაღი გაგზავნა უკრაინაში და დღეს ამერიკის გარეშე ვეღარაფერს ვერ გააკეთებს ვერავინ. ამიტომ ახლა რამდენიმე პოლუსზე რომ მიდის ლაპარაკი ყველაზე ძლიერი პოლუსი აუცილებლად იქნება ,,ნატო“ და აუცილებლად იქნება ის ქვეყნები, რომლებიც ნატოს ერთიანობას შეადგენენ.
დაპირისპირება ამაზეც არ გაჩერდება რა და რუსეთის მერე სხვა რაღაცეები იქნება, ამიტომ თვალები უნდა აგვეხილოს, ერთმანეთი არ უნდა დავჭამოთ ქართველებმა და არ უნდა გვიხაროდეს, რომ ვიღაცა ზელენსკი იქნება, ან ის, არახამია, არახამიაზე რომ გეგონება აფხაზეთს დაგიბრუნებს, აფხაზეთიდან გაქცეულია, რა უნდა დაგიბრუნოს, ხო?
იმ მილიარდებს, როგორც რუსებს დაადებინებენ უკრაინის აღსადგენათ , მაგათსაც წაართმევენ ნაშოვნ მილიარდებს და მიატანინებენ. ამიტომ ქართველებმა ჩვენს ქვეყანას უნდა მივხედოთ, სულელებივით არ უნდა ვიყოთ, იდეოლოგიის მსხვერპლები არ უნდა ვიყოთ.
ეროვნული იდეა უნდა გვქონდეს და ძალიან სწორად მოვიქეცით რომ არ ვართ ომში ჩართულები, ჩვენ უნდა დავაკვირდეთ რა მოხდება, როგორ იქნება და ჩემი ქვეყანა მზად არის იმისთვის, რომ კანონებს, თუ რამეს მივიღებთ ის კანონი აღვასრულოთ, ის კი არა, რომ ვიღაცამ გიკარნახოს და რისთვის გკარნახობენ არ იციან, არამედ, გავაკეთოთ ისე, რომ ჩვენი წინსვლა შედგეს.
ჩვენ ვიყოთ ისე, რომ ბედნიერები იყოს ჩვენი მომავალი თაობები. აბა, შეხედეთ, ამერიკა ავიღოთ, ბრიტანეთი ავიღოთ, გერმანია ავიღოთ, ნებისმიერი ქვეყანა შვედეთი ავიღოთ და ნებისმიერი, თუ არ ფიქრობენ აბა თავიანთ მოქალაქეებზე და მომავალ თაობებზე იზრუნონ. ჩვენ რატომ არ ვზრუნავთ მაგისთვის, ხო?
მარტო ის გვინდა გამოვიყვანოთ ახალგაზრდები და არასწორი მიმართულებით. იფიქრეთ, ახალგაზრდებო. ჩვენ მოგიტანეთ დღევანდლამდე საქართველო,ჩვენ სისხლზეა მოტანილი, აბსოლიტურად ჩვენს სისხლზეა და თუნდაც, ჩემს სისხლზე, ისევე, როგორც თქვენს სისხლზე (მრევლს), აქ ძალიან ბევრია ჩემი მეგობარიც, არავის არ ვაყვედრით, რამოდენიმე ლიტრი სისხლი გვაქვს დაღვრილი თითოეულ ჩვენთაგანს, ჩვენ მიშას თაობა არა ვართ და მაგათი ნასწავლი არ გვაქვს ქართველობა, ძველი დროიდან მასე მოვდივართ და უნდა გავაკეთოთ ისე, რომ ძლიერი ქვეყანა გავხდეთ.
მალე დადგება ის დრო, დამთავრდება ეს ომი, ნატოც გაფართოვდება, ევროკავშირიც გაფართოვდება, ღმერთმა ინებოს უკრაინაში მშვიდობა და ომი დამთავრდეს, თორემ ეხლა ცოტა ხანში რა იქნება, ზელენსკი რომ იძახის მიშა უყვარს და მის სიცოცხლეზე ფიქრობს, აბა შეხედეთ, კასეტურ ბომბებს ხომ აძლევენ, ხო თავისთან უნდა ისროლოს ის კასეტური ბომბები, რუსიც ხომ იგივეს ესვრის და ისიც ხომ უკრაინის ტერიტორიაზე მოხვდება და ომის მერე უკრაინელი ბავშვი და უკრაინელი ადამიანი უნდა მოკვდეს, იმიტომ რომ ის ტერიტორია უკრაინული არის, რუსს თუ მიტაცებული აქვს, ჩვენ ხომ გვინდა, რომ დაუბრუნდეს ურაინას, რაც მაგისია და მიშაზე შეტკივა გული და იმაზე არა , ვინც შემდეგ უნდა მოკვდეს კასეტური ბომბებით?
ამერიკა მართლაც დიადი სახელმწიფოა და ასე ვთქვათ, გააკეთა ის, რაც თავისი ქვეყნისა და ნატოსთვის უნდა გაეკეთებინა. მაგის გარეშე ეს ძალა ვეღარ იქნება. ნატო მართლაც არის ის ძალა, ვინც იქნება იქ, მართლაც დაიფარავს იმას და დაიცავს, ის ფარი ექნება.
შეიძლება ძნელი მოსასმენი იყოს ეს და იმიტომ გეუბნებით, სხვებმაც გაიგონ, ქართველებმა ვიცით, რაც ხდება სინამდვილეში და იმათაც, პოლიტიკურ პარტიებს, მოვუწოდებ, ჩვენთან, რომ ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა აღვადგინოთ, ვერაფერს, ვერც ერთი უცხოეთის ქვეყანა ვერ მოგიყვანთ, ვინც დღეს საქართველოს ღალატობთ, ვერ მოგიყვანთ, რადგან ჩვენ არ მოგიშვებთ, საკმაოდ დიდი ძალა გვაქვს, ჩვენს ქართველ ხალხს ვიძახი და ნუ მიდიხართ ქართველი ხალხის წინააღმდეგ და სახელმწიფოს წინააღმდეგ ნუ მიდიხართ.
ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა გაგახაროთ და სწორი გზა ავირჩიოთ.”-განაცხადა ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა.










