“ქაღალდის ჩიტები” – ასე ქვია კედლის მხატვრობას, რომელიც ქუთაისში, ზურაბ კუხიანიძის სახელობის სკვერს უკვე რამდენიმე დღეა ამშვენებს. ნახატმა გამოჩენის დღიდან დიდი ყურადღება მიიქცია. კედლის შემქნის ისტორიის შესახებ სოციალურ ქსელში ქუთაისის მერიის პრესსამსახურის თანამშრომელი ირმა მარდალეიშვილი წერს.
“მეგა ტვ” პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
“ქუთაისში, რუსთაველის ხიდთან, ზურაბ კუხიანიძის ბიუსტის უკანაც იყო ერთი უსახური კედელი .
– ამ კედელსაც უნდა მოვუხერხოთ რამეო- ქალაქის მერმა

ზურაბ კუხიანიძის ძეგლს მისივე შემოქმედების მოტივებზე შექმნილი ნახატი მოუხდებაო

ირმას ჰკითხეთ, ლიტერატურაში კარგად ერკვევაო

ჰოდა, მკითხა
რუსუდან ჩინჩალაძე მ – ჩვენი არქიტექტურის ( სინამდვილეში გრძელი დასახელებაა) სამსახურის უფროსმა.

იქვე, მომცრო კედლისთვისაც ბატონი ზურაბის უმშვენიერესი სტრიქონები შევარჩიეთ- “ჩემი სული საქართველოს აჩქარებულ სუნთქვაშია”

მე არც ამ კედლის მხატვრობის დასრულების ამბავი ვიცოდი და ახლა , უცებ ვანო ჩაფიძის ეს მშვენიერი ფოტო შემომეფეთა აქ და ბარემ , ამ კედლის ისტორიაც მოგიყევით
