ქუთაისი 15-16 ივლისს დრიფტის ჩემპიონატს უმასპინძლებს.
საქართველოს ჩემპიონატის III ეტაპი დრიფტში რკინიგზის სადგურის მიმდებარედ არსებულ მოედანზე კვირას, 16 ივლისს 15:00 საათზე ოფიციალურად გაიხსნება. სპორტულ ღონისძიებაში 30-მდე პროფესიონალი დრიფტერი მიიღებს მონაწილეობას.
ჩემპიონატი BMW Club Georgia-ს ორგანიზებით, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიისა და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს თანადგომით ტარდება და ლიცენზირებულია საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის მიერ.
ღონისძიების მიზანია აღკვეთოს ქუჩის სახიფათო რბოლები და ახალგაზრდები მოიზიდოს უსაფრთხო შეჯიბრებზე საასპარეზოდ.










