ჩეჩნეთის რესპუბლიკის ტრანსპორტის მინისტრმა, რამზან ჩერხიგოვმა ავიაკომპანია „აზიმუტის“ აღმასრულებელ დირექტორთან, ედუარდ ტეპლიცკისთან შეხვედრა გამართა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
„ჩვენ განვიხილეთ მთელი რიგი სამომავლო პროექტები, მათ შორის ავიარეისეიბის არეალის გაზრდა, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ. საუბარია პირდაპირ ფრენებზე თბილისში, სოჭში, ვოლგოგრადსა და ჯიდაში“,- განაცხადა ჩერხიგოვმა.
მისი თქმით, ამ გეგმის შესრულება არამარტო რესპუბლიკის მოსახლეობის კომფოერტს განაპირობებს, არამედ ტურისტული სექტორის განვითარებასაც შეუწყობს ხელს.










